შემდეგ ეტაპზე 6-გუნდიანი ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.
წილისყრის შემდეგ საფრანგეთში დავუკავშირდით საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას.
- კმაყოფილი ვარ. მართალია, სერიოზული მეტოქეები გვერგო, მაგრამ კარგია, რომ ევროპულმა გრანდებმა გერმანიის ჯგუფში მოიყარეს თავი.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში მასპინძელთან და ხორვატიასთან ვითამაშეთ. ეს გუნდები გვარგუნა დღევანდელმა წილისყრამაც. მათთან თანაბრად თამაში
თუმცა ისიც სათქმელია, რომ ხორვატიასა და სლოვენიას დიდი პლუსი აქვთ - მთელი დარბაზი მათი გულშემატკივარი იქნება.
- პარიზში თუ შეხვდით მეტოქე გუნდების წარმომადგენლებს?
- რა თქმა უნდა. ვესაუბრე სლოვენიელებს, შევხვდი საბერძნეთის ნაკრების თავკაც ფოტის კაცაკარისს, იგი ჩემი მეგობარია. საქართველოს ნაკრებზე ბევრი დადებითი ილაპარაკა, სერიოზულ მეტოქედ განგვიხილავს, დიდი სიფრთხილით საუბრობდა.
- თბილისში ამ ზაფხულს გასამართავ ოთხთა ტურნირთან დაკავშირებით წილისყრის შემდეგ რამე ცვლილებები ხომ არ არის?
- ამ საკითხზე ვმუშაობთ. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სლოვენიასთან ერთ ჯგუფში მოხვედრამ საქმე გაართულა. ძალიან მინდა NBA-ს კალათბურთელები, ძმები დრაგიჩები ამ ზაფხულს ქართველმა გულშემატკივარმა სპორტის სასახლეში იხილოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი