სტატიას შემდეგნაირადაა დასათაურებული - "შენგელიას დიდი ოცნება" და მასში ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსებზე საუბრობს, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს...
* * *
ჟღერს ხმამაღლა, რომ ქართველ კალათბურთელებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ცნობილი ვარსკვლავი თორნიკე შენგელიაა, შესწევთ ძალა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდნენ. შენგელიას სჯერა, რომ საქართველოს საქართველო ბოლო წლებში ახერხებს ევროპის ჩემპიონატებზე გასვლას და იქ ღირსეულად ბრძოლას, მაგრამ ოლიმპიადა? ამისთვის მათ პლეი ოფში გასვლა და იქ წარმატებული თამაში მართებთ.
საქართველო ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება ძველი კონტინენტის ლიდერთა შორის. როცა შენგელიას საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსზე დავეკითხეთ, მან გვიპასუხა:
"ვფიქრობ, უფრო გვაქვს ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, ვიდრე ვთქვათ, რომ იქ ვერ მოვხვდებით. თუკი გამოვავლენთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ამას მოვახერხებთ.
თუმცა ამ ეტაპზე მაღალ შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ. საჭიროა თითოეულ, ყოველ მომდევნო თამაშზე ორიენტირება. ნაბიჯ-ნაბიჯ, გამარჯვებებით უნდა ვიაროთ და ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ".
ოლიმპიადაზე გასასვლელად საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯი, როცა ევრობასკეტ 2015-ზე მოხვდა. ძველი კონტინენტის პირველობასთან ერთად ეს გახლავთ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი.
ევროშესარჩევ ტურნირზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 6-დან 4 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შენგელია თანაგუნდელთა შორის უმეტეს - 18.2 ქულას აგროვებდა. ჩეხეთმა და უნგრეთმა საქართველოს მსგავსად ჯგუფში 4 თამაში მოიგეს, მაგრამ პირველობა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე საქართველოს ერგო.
შენგელია, რომელსაც გასულ 2 სეზონში "ბრუკლინ ნეთსში" დიდი სათამაშო დრო არ ეთმობოდა, შესარჩევ მატჩებში ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.
"შესაძლოა, მე არ მიწევდა ბევრი თამაში, მაგრამ ჩემი თანაგუნდელებისგან ვსწავლობდი ძალიან ბევრს როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ. "ბრუკლინში" მე დავაგროვე დიდი გამოცდილება", - აღნიშნავს შენგელია.
თორნიკე შენგელია სასარგებლოა ეროვნული ნაკრებისთვის და ნაკრები სასარგებლოა შენგელიასთვის. მწვრთნელთა შტაბს და თანაგუნდელებს თორნიკესი სწამთ და სჯერათ.
"როგორც მოთამაშეს, მე მენდობიან საქართველოს ნაკრებში და ეს ჩემს თვითრწმენას აძლიერებს. ასე რომ, ვაპირებ მომავალ სეზონში თამაშს, თუ ამაში ხელი ჯანმრთელობამ არ შემიშალა.
ძალიან მიყვარს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში და გუნდის დახმარება. მოუთმენლად ველი სანაკრებო მატჩებს", - აცხადებს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ჯგუფში ხორვატიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, ჰოლანდიასთან და სლოვენიასთან მოხვდა. საუკეთესო 4 გუნდი პლეი ოფში - მერვედფინალში გავა.
კარიერული წინსვლისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო შენგელიას ევროპაში დაბრუნება, სადაც მას თამაშისა და სრულყოფის მეტი შესაძლებლობა ექნება. გასულ ზაფხულს შენგელია "ლაბორალ კუჩას" შუერთდა და ესპანურ კლუბში წარმატებულად თამაშობს.
წყარო: gbf.ge