გუნდებს შორის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა რუმინელებმა ჯარიმით შეძლეს - 3:0. მე-18 წუთზე ანგარიშის გათანაბრება ასევე ჯარიმით მერაბ კვირკიკაშვილმა მოახერხა - 3:3.
30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ზუსტი ჯარიმით "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა - 3:6. მალევე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:9 გახადა.