ნაკრების მოთამაშეებს ბურთით ვარჯიშიც უწევთ, რასაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, კოტე ტუღუში უძღვება.
ნაკრების მოთამაშეებს გასული სეზონის შემდეგ ფიზიკური კონდიციების სრულყოფა მართებთ, რაც გენერალური შეკრების დაწყებამდე თბილისურ ვარჯიშებზე უნდა მოახერხონ.
"ორდღიანი გაწელვითი ვარჯიშების შემდეგ დღეს ნაკრების წევრებმა სატრენაჟოროში გადაინაცვლეს. ძირითადად, ჰანტელებზე, ძელსა და სხვა ძალისმიერ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობთ.
რამდენიმე დღეში მზადების მომდევნო ეტაპზე გადავალთ და ნელ-ნელა მივუახლოვდებით
ნაკრების გაფართოებული სიიდან თბილისურ შეკრებაზე 15 კალათბურთელი გამოცხადდა. ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და ჯეიკობ პულენის გარდა, ყველა კალათბურთელი ჩვოროვიჩისა და ტუღუშის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.
მოთამაშეთა ფორმის სრულყოფაზე ზრუნავენ ფიზმომზადების ქართველი მწვრთნელი ავთო ბერიძე და ექიმები - თემურ ხვედელიძე, ზაქრო ჯვარიძე და ზურაბ სულეიმანაშვილი.
ნაკრების ეს შემადგენლობა თბილისში 22 ივლისამდე მოემზადება, რის შემდეგაც გეზს სლოვენიისკენ აიღებს, სადაც დაბა პოდჩეტრტეკში ნაკრების გენერალური შეკრება დაიწყება.
სლოვენიაში ჩავლენ ფაჩულია, შენგელია და ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ პულენი. ნაკრებს პოდჩეტრტეკში შეუერთდებიან ნაკრების სერბი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მისი ამერიკელი ასისტენტი ჯეისონ სტოდტი.
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები (სპორტის სამინისტროს პრესსამსახური)
წყარო: gbf.ge