თბილისი დიდ ტურნირს მასპინძლობს. საქართველოში ოთხთა ტურნირის სათამაშოდ უკვე ჩამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები: იტალია, ესტონეთი და ლატვია.
14 აგვისტოს პირველი სათამაშო დღეა. ტურნირს საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი გახსნის, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია. ბილეთები 12 აგვისტოდან უკვე გაყიდვაშია და გულშემატკივარს სამივე დღის ბილეთების ყიდვა შეუძლია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მეორე შეხვედრა ლატვიასა და იტალიის ნაკრებებს შორის 20:30 საათზე დაიწყება.