00:22 29-08-2015
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდი, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, მასპინძელ იტალიას შეხვდა, ბრწყინვალედ ეთამაშა და მხოლოდ ქულით დამარცხდა - მასპინძლებმა 91:90 მოიგეს.
პირველი ტაიმი (პირველი ორი მეოთხედი) იტალიის ნაკრებმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით მოიგო 48:45.
მესამე მეოთხედის ბოლო წამზე ჯეიკობ პულენმა სამქულიანი ჩააგდო და მინიმუმდე დაიყვანა იტალიის უპირატესობა - 71:70.
ბოლო მეოთხედის პირველ წამებში თორნიკე შენგელიამ ჩატენა და საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა წინ - 71:72.
თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანით სტუმრები ისევ წინ გაიყვანა - 89:90, საპასუხო შეტევაში დელა ვალემ ჩააგდო - 91:90. 9 წამით ადრე იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო. პულენის სამქულიანი აცდა, მაგრამ ვერც ფაჩულიამ დაამატა და საბოლოოდ იტალიის ნაკრებმა 91:90 იტალიის ნაკრების სასარგებლოდ.
29 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება (22:30), 30 აგვისტოს კი ჩვენი გუნდის მეტოქე მიჩიგანის უნივერსიტეტი (20:00) იქნება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Aruashavdasavit
0
0
Aeee
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული