საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრიესტეს საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდი, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, მასპინძელ იტალიას შეხვდა, ბრწყინვალედ ეთამაშა და მხოლოდ ქულით დამარცხდა - მასპინძლებმა 91:90 მოიგეს.

პირველი ტაიმი (პირველი ორი მეოთხედი) იტალიის ნაკრებმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით მოიგო 48:45.

მესამე მეოთხედის ბოლო წამზე ჯეიკობ პულენმა სამქულიანი ჩააგდო და მინიმუმდე დაიყვანა იტალიის უპირატესობა - 71:70.

ბოლო მეოთხედის პირველ წამებში თორნიკე შენგელიამ ჩატენა და საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა წინ - 71:72.

თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვიქტორ
სანიკიძემ
სამქულიანით სტუმრები ისევ წინ გაიყვანა - 89:90, საპასუხო შეტევაში დელა ვალემ ჩააგდო - 91:90. 9 წამით ადრე იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო. პულენის სამქულიანი აცდა, მაგრამ ვერც ფაჩულიამ დაამატა და საბოლოოდ იტალიის ნაკრებმა 91:90 იტალიის ნაკრების სასარგებლოდ.

29 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება (22:30), 30 აგვისტოს კი ჩვენი გუნდის მეტოქე მიჩიგანის უნივერსიტეტი (20:00) იქნება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Aruashavdasavit
Baxa xufenia
23:53 29-08-2015
0
Aeee
Fu tkveni
23:51 29-08-2015
0

სიახლეები პოპულარული