საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა ევრობასკეტზე. ამჯერად, ჩვენი მეტოქე სლოვენია იყო, რომელთანაც იგორ კოკოშკოვის გუნდი დამარცხდა 68:79.

პირველ მეოთხედში თითქმის თანაბარი თამაში იყო, სლოვენიან 17:13 იმარჯვა. მეორე მეოთხედში კი სლოვენიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, გუნდმა მეოთხედი 11 ქულით მოიგო და ტაიმში 41:26 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიამ პირველივე ტაიმში მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა.

ქართველთაგან საიკეთესო პირველ ტაიმში თორნიკე შენგელია იყო 8 ქულით.

მესამე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოდგა - 24:22 სლოვენიელთა სასარგებლოდ. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე უკეთ ბოლო მეოთხედი ითამაშა,
როცა 6 ქულის სხვაობით იმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ იგორ კოკოშკოვის გუნდი 11 ქულის სხვაობით დამარცხდა - 68:79.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შენგელია იყო 21 ქულით, 11-11 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჰოლანდიასთან 72:73 დამარცხდა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს შედეგი რომ გვექნებოდა არ ჩანდა აქამდე ?.ჩვენი ნაკრების შედეგი ძირითადად მხოლოდ ინდივიდუალიზმზე იყო დამოკიდებული. კოკოშკოვმა დიდი ხანია ამოწურა თავი და გუნდი წინ არ მიდის საერთოდ, პირიქით ასაკი მოემატათ და ვეღარ ქაჩავენ მთელ თამაშს, ახალი სისხლი კი არ ჩანს. მეორე ხუთეული ფაქტიურად არ გვყავს და რა შედეგზეა საუბარი. ტაქტიკუარად კი არც მანამდე ვბრწყინავდით, ეს პულენი კი ცალკე თემაა საერთოდ.
levani
07 სექტემბერი 2015 14:47
0
Kოკოსკოვი ტუ გვეკოლება შUლ ასე იკნება.ამოცურა Aმ კაცმა ტავის თAვი, უკეტესია საცირო
Gela
07 სექტემბერი 2015 10:42
0
დაბერდნენ?????????!
davidbe
07 სექტემბერი 2015 10:19
0
აშკარად გადახალისებაა საჭირო... სამიანების სროლა ხომ გვიჭირს, მაგრამ საშუალო მანძილიდანაც ვერ ვუტევთ :( რა უბედურებაა... 2 ქულიანების 95% ჩავაგდეთ სამწამიანი ზონიდან, ანუ ინდივიდუაური სესვლით ფარქვეშ და შემდეგ ჩაგდება... საშუალო მანძილიდან ნასროლი, ისევე როგორც სამქულიანი ყველა ააცილეს... ძალიან სამწუხაროა, აშკაარად მეტი მოეთხოვებათ ეროვნული ნაკრების წევრებს !!!!!!!!!
dave
07 სექტემბერი 2015 10:12
0
უნდა შევეგუოთ იმ აზრს რომ ცოტა ხანში ევრობასკეტზე საერთოდ ვერ გავალთ. ნაკრები აშკარად დაბერებულია
zviadi
07 სექტემბერი 2015 08:59
0
ესენი არიან უსირცხვილოები უსისხლოები ჯიგარი არ აქვტ
giga
07 სექტემბერი 2015 07:22
0
ასე უქნიათ, ყველა მატჩი წაუგიათ.
რა გაქვთ სანერვიულო? 15 წელია მხოლოდ ერთი და იგივე მოთამაშეები ჰყავთ.
სამარცხვინოა.
კახა
07 სექტემბერი 2015 00:57
0
3 თამაში დარჩა ამ სამიდან ვერცერთს ვერ მოვიგებთ, ეს უკვე აშკარაა.
kaxi
06 სექტემბერი 2015 23:39
0
პირველმა არხმა ყველა თამაშს გაჩვენებთო და ყველა თამაშში ხორვსტია იგულისხმა?იქნებ სერბეთი,ესპანეთი,საფრანგეთიც გვაჩვენოთ? რესპუბლიკოვიჩ გაგვეცი პასუხი..
gg
06 სექტემბერი 2015 23:28
0
Gauchirdebodat
gg
06 სექტემბერი 2015 22:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული