I მეოთხედში თავიდან საქართველოს ნაკრები 8:5 დაწინაურდა, მაგრამ მეოთხედი ბერძნებმა 25:15 მოიგეს.
მეორე მეოთხედში ბერძენთა უპირატესობა უკვე აშკარა გახდა და ტაიმი საბერძნეთის ნაკრებმა 50:22 მოიგო, ანუ 28 ქულით.
მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა აჯობა მეტოქეს - 26:11 და სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანა - 48:61.
ბოლო მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, საბოლოოდ, 11 ქულის სხვაობით, 68:79 დავმარცხდით.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მატჩი ჰოლანდიასთან და სლოვენიასთან დათმო.
9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის მაკედონიის წინააღმდეგ.