ევრობასკეტი 2015: თორნიკე შენგელია საუკეთესო მექულეთა TOP10-ში მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევრობასკეტი 2015-ის 10 საუკეთესო მექულეთა რეიტინგში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი საშუალოდ შეხვედრაში 18 ქულას აგროვებს და ამ მაჩვენებლით საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილზე იმყოფება.

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 4 ჩატარებულ მატჩში 72 ქულაა.

შენგელიას მონაგარი ასეთია: 16 ქულა (ჰოლანდია), 21 ქულა (სლოვენია), 20 ქულა (საბერძნეთი), 15 ქულა (მაკედონია).

საუკეთესო მაჩვენებელი კი ესპანელ პოლ გასოლის აქვს, რომლის ანგარიშზე საშუალოდ მატჩში 23 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს ხორვატიასთან ჩვენი დროით 20:00 საათზე ჩაატარებს. მატჩის
პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ხორვატია - დღეს ბედი წყდება

განმარტება: საქართველოს ნაკრების ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლის შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული