საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი საშუალოდ შეხვედრაში 18 ქულას აგროვებს და ამ მაჩვენებლით საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილზე იმყოფება.
თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 4 ჩატარებულ მატჩში 72 ქულაა.
შენგელიას მონაგარი ასეთია: 16 ქულა (ჰოლანდია), 21 ქულა (სლოვენია), 20 ქულა (საბერძნეთი), 15 ქულა (მაკედონია).
საუკეთესო მაჩვენებელი კი ესპანელ პოლ გასოლის აქვს, რომლის ანგარიშზე საშუალოდ მატჩში 23 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს ხორვატიასთან ჩვენი დროით 20:00 საათზე ჩაატარებს. მატჩის
ასევე იხილეთ:
საქართველო VS ხორვატია - დღეს ბედი წყდება
განმარტება: საქართველოს ნაკრების ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლის შანსი