![](https://sportall.ge/pictures/image5/94f991fdb3455292a3789c8c5d6dc62d.jpg)
"გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას", - თქვა კოკოშკოვმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით