"ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია.
დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.
ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა", - თქვა პულენმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით