საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა

AutoSharing Option
13 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვას შეხვდა და 81:85 წააგო.

პირველი მეოთხედი იგორ კოკოშკოვის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და 20:17 მოიგო. მეორე მეოთხედი ლიტვამ მოიგო 22:20, მაგრამ ტაიმი მაინც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 40:39.

მესამე მეოთხედი 22:22 დასრულდა. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდა, თორნიკე შენგელიამ 5 პერსონალური ჯარიმის გამო დატოვა მოედანი. შემდეგ 5 ფოლი გიორგი ცინცაძემ მიიღო.

ლიტვის ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 23:19 მოიგო და თამაშშიც გამარჯვებული დარჩა - 85:81. ლიტვის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება, საქართველოს ნაკრებისთვის კი
ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო 23 ქულით და 7 მოხსნით. ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნაა, ხოლო ჯეიკობ პულენმა 12 ქულა ჩააგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ ბიჭებო, მაგრები ხართ. პ.ს გუშინ ლიტვაში ლეო მესი თამაშობდა
ინასა
10:13 14-09-2015
0
ძალიან დაძაბული თამში იყო და ბიჭებს ბოლომდე არ უმტყუნათ ნერვებმა !!! ყოჩაღ, მიუხედავად მარცხისა მართლაც რომ ღირსეულად ითამაშეს და ახლოსა იყვნენ გამარჯვებასთან ! დიდი მადლობა ბიჭებო ასეთი თავდადებისათვის !!!
dave
09:40 14-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული