ილიას ზუროსი საქართველოდან ისე გაემგზავრა, რომ კონტრაქტი არ გაუფორმებია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა საქართველო კვირას ღამით დატოვა.

49 წლის მწვრთნელი საქართველოდან ისე გაემგზავრა, რომ კონტრაქტი არ გაუფორმებია. თუმცა დღევანდელ, ვირტუალურ ეპოქაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთდროულადაც შეიძლება. მთავარია, ორივე მხარის თანხმობა იყოს.

სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას გავესაუბრეთ.

"ილიას ზუროსი საქართველოში იმიტომ მოვიწვიეთ, რომ კარგად გაცნობოდა ქართულ საკალათბურთო რეალობას და ჩვენც სათანადოდ გაგვეცნო. ისიც კმაყოფილი გაემგზავრა სამშობლოში და ჩვენც კმაყოფილები დავრჩით.

ბერძენ სპეციალისტს მოეწონა საკალათბურთო ინფრასტრუქტურა, დარბაზები და საქართველოს ჩემპიონატმაც დააინტერესა", - გვითხრა ბოისამ და იქვე დასძინა, რომ კონტრაქტი არ გაფორმებულა.

ახლო მომავალში კალათბურთის ფედერაცია სიტუაციას კარგად აწონ-დაწონის და თუ საჭიროდ ჩათვლის, ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

მას შემდეგ, რაც ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი. თუმცა სერბების ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოლოდეც ბექა! მოსულა! კარგია! ძალიან გამახარე! შენც კაი ძველი ჩანხარ! :) მე ლევანსაც დავამატებდი მოსეშვილს!
არჩილ ხოფერია
18:59 01-02-2016
0
კარგი მწვრთნელი მაღალ ხელფასსაც მოითხოვს;ეს ლოგიკურია.ლოგიკურია ისიც,რომ საქართველოს ნაკრებს უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.დროა გადავიდეთ იმ გუნდების რიცხვში,რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან.ეს ჩვენ შეგვიძლია.
გიორგი
18:35 01-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული