დღის კარიკატურა: ილიას ზუროსი ლაბირინთთან

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ბერძენი ილიას ზუროსი.

ერთი შეხედვით, საქმე მარტივადაა, ჯგუფში ალბანეთთან, სლოვაკეთთან, ჩერნოგორიასთან მოვხვდით და მათი ბარიერის გადალახვა საკმარისი იქნება ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, თუმცა, თუნდაც ჩერნოგორიის ძლევა იოლი გგონიათ?

საქმეს შესარჩევის სისტემაც ართულებს: ევრობასკეტზე მხოლოდ პირველადგილოსნები და მეორეადგილოსნები შვიდი ჯგუფიდან გადიან...

და კიდევ: ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ზურისისთვის ოდენ ლაბირინთში შესვლას ნიშნავს, ევრობასკეტზე კი არაერთი "მინოტავრი" დაგვხვდება, რომელთა დამარცხება მხოლოდ თეზევსის მოხერხებისა და ძალის პატრონს შეუძლია.

საქართველოს ნაკრებისგან კი 2015 წელს ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას
თუ არა, გამეორებას მაინც ველით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მტავარიაა ბიჭებმა და მტელმა გუნდმა მოინდომოს გამარჯვება.ჩენ გავიმარჯვებტ მე მჯერა
mjera
19:06 26-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული