ჩინეთის ნაკრებს ქართველებამდე პოლონეთიც დამარცხებული ჰყავდა და რუმინეთიც. შესაბამისად, მასპინძლები ტურნირის ბოლო მატჩშიც ფავორიტებად ითვლებოდნენ და ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც. პირველ და მეორე პერიოდებში ჩინელებმა ქართველებს 31-31 ქულა ჩაუგდეს, საპასუხოდ 30 მიიღეს და დიდ შესვენებაზე 32-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ქრთველებმა თამაში გამოაკეთეს, მაგრამ
საქართველოს ნაკრებში ჯახაბერ ჯინჭარაძე და აკაკი დვალიშვილი გამოირჩნენ. პირველმა 24 წუთში 19 ქულა ჩააგდო, დვალიშვილმა კი 23 წუთში ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. მერაბ ბოქოლიშვილმა ჩვენს ნაკრებს 9 ქულა შემატა, ბექა წივწივაძემ კი - 7.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად ქალაქ ჟანჯიაგანგში გადაინაცვლეს, სადაც ანალოგიური კალენდრით კიდევ ერთ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველები 8 ივლისს პოლონეთს, 9-ში რუმინეთს და 10 ივლისს ჩინეთს დაუპირისპირდებიან.
ჩანგშუს საერთაშორისო ტურნირი
ჩინეთი საქართველო 110:72
31:19, 31:11, 23:19, 25:23
საქართველო: შვანგირაძე (13წთ, 5ქ), ბაქრაძე (17წთ, 6ქ), ჯინჭარაძე (24წთ, 19ქ), ბოქოლიშვილი (24წთ, 9ქ), გოგოძე (12წთ), ჯგერენაია (18წთ, 4ქ), წივწივაძე (24წთ, 7ქ), ორმოცაძე (7წთ), დვალიშვილი (23 წთ, 16ქ, 12მ), მათიაშვილი (17წთ, 2ქ, 5მ), ბექაური (22წთ, 4ქ, 4მ)
წყარო: gbf.ge