ილიას ზუროსი: ცქიტიშვილი გამოვიძახეთ, თუმცა ნაკრებში ყოფნა ამ ეტაპზე არ სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება. ილიას ზუროსის გუნდი 17 ივლისიდან 3 აგვისტომდე სლოვენიაში შეკრებას გაივლის, მანამდე კი თბილისში ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა.

- საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტ 2017-ზე ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს
- არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება

ნაკრების ბერძენმა თავკაცმა ილიას ზუროსმა, მოთამაშეებმა: ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა კომენტარები გააკეთეს.

ვიქტორ სანიკიძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი):
"თბილისში
დაწყებულ მოსამზადებელ ეტაპს უფრო გაცნობითი სახე ჰქონდა სამწვრთნელო შტაბსა და მოთამაშეებს შორის. სრული შემადგენლობით არ ვართ შეკრებილები, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. რამდენიმე მოთმაშე კი "ბ" ნაკრებიდან დაგვემატება. სლოვენიაში შესარჩევი ციკლისთვის დავიწყებთ მზადებას და ვიმედოვნებთ, რომ მწყობრში ვიქნებით.

სიახლეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მწვრთნელს თავისი ხედვები ექნება, რაზეც შეკრებაზე ვიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მონტენეგროს სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს.

ნატურალიზებულ კალათბურთელს არ ვიცნობთ, თუმცა ვიცით, სად თამაშობს და რა მონაცემები აქვს. უკვე ჩამოვიდა და სლოვენიაში ჩვენთან ერთად ივარჯიშებს".

Sportall.Ge

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი):
"მოსამზადებელი ეტაპი თბილისში დავიწყეთ და სლოვენიაში მთელი დატვირთვით სავარჯიშოდ მოვემზადეთ. ილიას ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მასთან შეხვედრის ბედნიერება მქონდა. ცდილობს, რომ ყველაფერი დაგვიღეჭოს და ისე მოგვაწოდოს".

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
"პირველი დღეებით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა სრული დატვირთვით ჯერ არ გვივარჯიშია.

დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რაც ძალიან კარგია. ჩვენთან ერთადაა დიქსონიც. დავკარგეთ ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია კი მოგვიანებით შემოგვიერთდება.

გუნდში გარკვეული სიახლეების დანერგვას ვგეგმავთ და მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი 10 ტესტ-მატჩი უკეთეს გუნდად ჩამოყალიბებაში უნდა დაგვეხმაროს და მათ სავარჯიშოდ გამოვიყენებთ. მათ შორის, რუსეთთან გასამართ შეხვედრასაც.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ გუნდში ყოფნა ამ ეტაპზე არ სურს. ნიკოლოზთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამიხსნა, რომ მომდევნო სეზონისთვის სურს მომზადება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
31აგვისტოს იწყება შესარჩევიადრე კიარარის დაგვიანებულია
შოთა გუგეშაშვილი
08:57 16-07-2016
0
Esec tqveni cqitishvili..
Gegi
03:49 16-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული