"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს

AutoSharing Option
ესპანური "ლაბორალ კუჩა", რომლის რიგებშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, ქართველი კალათბურთელის სხვა კლუბში გაშვებას არ აპირებს.

- თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება

შენგელიას შეძენა ბერძნულ "პანათინაიკოსს" სურდა და კალათბურთელთან პირად კონტრაქტსაც ათანხმებდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენგელიას ესპანურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მხოლოდ კალათბურთელი ვერ გადაწყვეტს გუნდიდან წასვლის საკითხს.

ჩვენი ინფორმაციით, "ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას ფინანსური დავალიანება აქვს, რომლის მთლიანად დაფარვას და ამით მის გუნდში შენარჩუნებას გეგმავს. ამას გარდა, შენგელია ახალი სეზონიდან "ლაბორალ კუჩას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნება. ქართველი ფორვარდი ხელფასის სახით
წლიურად 800 000 ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ამბობ, რა საბერძნეთი. ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე ძლიერია ევროპაში, თანაც თორნიკეს გუნდი მუდმივად "რეალსა" და "ბარსა"-ს უპირისპირდება. ხელფასი ფინანსური პრობლემის გამო კი არ დაუგვიანეს, არამედ საფეხბურთო კლუბი "ალავესი" შეიძინეს, რომელიც ესპანეთის "ლა ლიგა"-ში აღზევდა და ხარჯები იყო გასაწევი. ამ თანხას ერთი-ორად ამოიღებენ.
თომა
15:50 27-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული