თორნიკე შენგელია: ამხანაგური მატჩების მეშვეობით ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ გუშინ, 10 აგვისტოს, ჟურნალისტებთან მოახლოებულ "მერიის თასზე" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისშია და "მერიის თასისთვის" სპორტის სასახლეში ემზადება. "მერიის თასზე" ქართველთა მეტოქეები 12 აგვისტოს - ჰოლანდია, 13-ში - უკრაინა და 14 აგვისტოს რუსეთის ნაკრებები იქნებიან. სამივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარს შეადგენს.

"რა თქმა უნდა, ყველა ეს ამხანაგური მატჩი ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს. მათი მეშვეობით ოფიციალური თამაშებისთვის ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთან
ერთად ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი მონტენეგროა. ძალიან კარგია, რომ ორ თამაშს ვეთამაშებით, ერთს სახლში, მეორეს - გასვლაზე. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

სარეაბილიტაციო კურსი ახალი დამთავრებული მაქვს და ჯერ 100%-ზე მზად არ ვარ. ყოველდღიურად ვპროგრესირებ", - განაცხადა ნაკრების ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული