შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისშია და "მერიის თასისთვის" სპორტის სასახლეში ემზადება. "მერიის თასზე" ქართველთა მეტოქეები 12 აგვისტოს - ჰოლანდია, 13-ში - უკრაინა და 14 აგვისტოს რუსეთის ნაკრებები იქნებიან. სამივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარს შეადგენს.
"რა თქმა უნდა, ყველა ეს ამხანაგური მატჩი ძალიან წაადგება ჩვენს ნაკრებს. მათი მეშვეობით ოფიციალური თამაშებისთვის ყველა შეცდომა უნდა გამოვასწოროთ.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთან
სარეაბილიტაციო კურსი ახალი დამთავრებული მაქვს და ჯერ 100%-ზე მზად არ ვარ. ყოველდღიურად ვპროგრესირებ", - განაცხადა ნაკრების ფორვარდმა.