მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 11 ქულის სხვაობით სძლია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა "მერიის თასის" ფარგლებში თბილისის სპორტის სასახლეში დღეს პირველი შეხვედრა გამართა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - 77:66.

ჩვენი ნაკრების მეტოქე ჰოლანდიის ეროვნული გუნდი იყო. პირველი ტაიმი ქართველთა 4-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 41:37 დასრულდა. ყველაზე შედეგიანი ჩვენს გუნდში 16 ქულით ვიქტორ სანიკიძე იყო (იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა).

შემდეგ შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ, 20:00 საათზე, კვლვ სპორტის სასახლეში გამართავს. მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, რომელიც დღეს რუსეთის ნაკრებთან 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 67:82 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული