მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა უკრაინა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 13 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში "მერიის თასის" ფარგლებში მეორე მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში მეორე გამარჯვებაც იზეიმა.

ჰოლანდიის ნაკრებთან გუშინ მოპოვებული გამარჯვების (77:66) შემდეგ, საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე უკრაინა იყო, რომლის დამარცხებაც ჩვენმა გუნდმა 4 ქულის სხვაობით შეძლო - 73:69 პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 34:34 დასრულდა.

20 ქულით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ ვიქტორ სანიკიძე იყო.

მომდევნო და გადამაწყვეტ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ხვალ, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე სპორტის სასახლეში რუსეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც თავისი მეორე შეხვედრა
დღეს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 86:74 იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Warmatebebi bichebs,zaza magari xar,
Alika
22:46 13-08-2016
0
მძიმე,მსუბუქი,რა სათაურებია?მოიგო და სულ გამარჯვებით ევლოთ
otari
22:50 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული