საქართველო-ალბანეთი 86:47 - ხელოვნების გაკვეთილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ამ ჯგუფში ჩვენთვის ყველაფერი რთულადაა. სამწლიანი უმოქმედობის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ თბილისში ჩავატარეთ. ოთხი წამყვანი კალათბურთელი გვაკლია. მათ ნაკრებში თამაში იუარეს. ახალგაზრდებით, ნახევრად პროფესიონალებით ვცდილობთ ფონს გასვლას. მათ კი პირველივე მატჩში შენგელიას, სანიკიძის, ფაჩულიას წინააღმდეგ მოუწიათ მოედანზე გასვლა".

ეს სიტყვები ალბანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონის კონსტანტინიდესს ეკუთვნის, რომელმაც დონეზე ლაპარაკისას "ორჯერ მაღლა ხართო", ახსენა. მწვრთნელმა რეალობა მშვენივრად შეაფასა, რასაც სტატისტიკაც გვიდასტურებს - საქართველოს ნაკრებმა ალბანელები თითქმის ორმაგი სხვაობით დაამარცხა (86:47).

ველოდით სხვაობაში ჩვენი რეკორდის გაუმჯობესებას, მაგრამ არცთუ ცოტა დაგვაკლდა.
2001 წელს აზერბაიჯანის ნაკრებს 60 ქულის სხვაობით ვძლიეთ, ალბანეთთან დაფიქსირებული +39 კი მესამე მაჩვენებელია.

Sportall.Ge

როდესაც მეტოქეზე ორი თავით მაღლა დგახარ, რთულია ითამაშო ისეთივე კონცენტრაციით, როგორც შენი ძალის მოწინააღმდეგესთან. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართველები მოდუნებულები გამოვიდნენ მოედანზე.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში მტკიცედ დგომა იყო. შეასრულა კიდეც - ალბანელები 50 ქულამდეც ვერ ავიდნენ. შეტევაში კი ჩვენს კალათბურთელებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ როგორც მწვრთნელისგან, ასევე მეტოქისგან და ამიტომაც ვიხილეთ ეფექტური "ალეი უპები", პასები, ჩატენვები...

მოკლედ, გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების მხრიდან ლამაზი თამაში იხილა. დარბაზში 6 ათასი მაყურებელი იყო. ეს ცოტა არ არის, თუმცა 7 სექტემბერს ჩერნოგორიასთან სპორტის სასახლე გაივსება და სულ სხვაგვარ ქომაგობას უნდა ველოდოთ - ბურთის ჩაგდების ტაშით აღნიშვნა საკმარისი არ იქნება. ასე ტაშს თეატრშიც უკრავენ. ჩერნოგორიასთან ჩვენს ნაკრებს აი, ასეთი ქომაგობა სჭირდება:

"როდესაც მეტოქე უტევს, დარბაზში გამაყრუებელი ხმაური მას ფსიქოლოგიურადაც აფერხებს, კალათბურთელებს კომუნიკაციაში უშლის ხელს და კომბინაციების დალაგებაც უძნელდება. საქართველოს ნაკრებს საქმე გაცილებით უიოლდება, როდესაც თამაშში გულშემატკივარიც ბოლომდეა ჩართული", - ეს მაიკლ დიქსონმა გვითხრა.

შეკითხვა: დიქსონი?
საქართველოს ნაკრების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია მაიკ დიქსონს. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან მას მუხლი აწუხებს და ალბანეთთან იოლ მატჩში მწვრთნელმა იგი დაასვენა.

"დღევანდელ შეხვედრაში საშუალება მოგვეცა, დიქსონი დაგვეზოგა. იგი შემდეგი მატჩებისთვის უფრო გვჭირდება", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა.

შემდეგი გაჩერება: სლოვაკეთი
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის საკვანძო მატჩი აქვს. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ადგილობრივებს დავუპირისპირდებით, რომლებმაც პირველ ტურში მონტენეგროსთან სტუმრად 65:97 წააგეს.

მწვრთნელი გვამშვიდებს: "ალბანეთი მოვისტუმრეთ. ახლა უკვე სლოვაკეთზე ვფიქრობთ. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. ვიცით, მძიმე ბრძოლა გველის, თუმცა საამისოდ მზად ვართ".

რიცხვი: 400
თორნიკე შენგელიამ დაამრგვალა. მან ოფიციალურ მატჩებში თავისი მეოთხასე ქულა სწორედ ალბანეთთან ჩააგდო. "ორთავიან არწივებთან" დაპირისპირებამდე მას 390 ქულა ჰქონდა მოგროვილი. სადღეისოდ კი 402 ქულამდე ავიდა. ეს თოკოსთვის 38-ე ოფიციალური შეხვედრა იყო ეროვნულ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
და რატომ იყენებთ მონტენეგროს რუსულ სახელს სულ? მ ო ნ ტ ე ნ ე გ რ ო ჰქვია იმ ქვეყანას და არა ჩერნოგორიაააა!!!!!!!!!!!!!
ქუთათური
03 სექტემბერი 2016 11:42
0
მიუხედავად ჩემი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრის პატივისცემისა ჩვენი კალათბურთელების მიმართ, მაინც საჭიროა რომ ვთქვათ - ნაკრებმა ალბანეთთან ძალიან სუსტად ითამაშა. ალბანეთის დონეზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, თავადაც ამბობენ რომ სამოყვარულო გუნდია ნახევრად, ხოდა ამ სამოყვარულო გუნდთან რომ 19 დაკარგვა გაქვს (18 ჰქონდათ ალბანელებს!!!) ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ალბანეთი ვერ იყენებს ამ დაკარგვებს, თორემ ცოტათი მაინც უკეთესი გუნდი ძალიან დიდ პრობლემებს შეგვიქმნიდა... იმედი მაქვს თამაშის ხარისხი მოიმატებს, მართლა ძალიან დიდი სხვაობაა ჯერჯერობით კოკოშკოვისა და ზუროსის ნაკრებებს შორის...

რაც შეეხება გულშემატკივრობას - ხომ შეიძლება 1 თამაში მაინც, თუნდაც ისეთ გუნდთან, როგორიც ალბანეთია - ჩაატაროთ ქ უ თ ა ი ს შ ი , მოგვეცით საშუალება და გაჩვენებთ აქ როგორ ვგულშემატკივრობთ კალათბურთს. 1 ამხანაგური მატჩი მაინც ჩაატარებინეთ ნაკრებს ქუთაისში, ნუთუ ჩვენი საკალათბურთო ისტორიით არ ვიმსახურებთ ნაკრების თამაშს ჩვენს ქალაქში?!
ქუთათური
03 სექტემბერი 2016 10:50
0
სლოვაკეთთან ძალიან მეშინია,რას სწერთ,სად
იყო ხელოვნებაალბანეთსაც კი ვერ ვკეტავდით პერიმეტრზე,ზაზაც რა ფორმაშია ყველამ ვნახეთ და გუნდმა მხოლოდ 11 კაცი ათამაშა,მე12 ის გამოყვანა ვერ გაბედა.არ ვიცი ძალიან ცუდი ნიშნებია,მწვრთნელი არ სჩანს.
სოსო
02 სექტემბერი 2016 21:40
0
კოკოსკოვს ყადა გუნდი რომელიც იყო აღმასვლის პროცესში ადრედაც დავწერე რო ძალიან ჭკვიანი იყო რათქმაუნდა თავის თავისთვის შეხედა რო გუნდი უკვე დაბერდა და დაღმასვლა დაეწყო ადგადა წავიდა იცოდა რა ჩვენი კალათბურთის ავანჩავანი თავი გადაირჩინა ლანძღვა გინება ხო ჩვენი მთავაღი იარაღია ხოდა ადგადა გაეცალა უბედურებას რასაც ქვია ზუროსს კიდე ხელში შერჩა არაფელი რეგრესის გზაზე მიმავალი ნაკრები რომელსაც ძალიან მძიმე მომავალი ელის.ეგარი სიმართლე და არა კოკოშკოვის ვითომ დიდი მწვრთნელობა აი უკრაინას ნაღდად ყავდა დიდი მწვრთნელი დადო იმ კაცმა ჩვენზე უკეთესი შედეგიც და წავიდა არადა უკრაინის ნაკრები იმდროს ჩვენზე სუსტი იყო.
qutaiseli
02 სექტემბერი 2016 19:35
0
რას ნიშნავს "ხელოვნების გაკვეთილი"?! თუ არ დეწუხდებით იქნებ ვინმემ ამიხსნას, წინასწარ მადლობა! რაც შეეხება თამაშს: სანწუხაროდ ჩვენი ნაკრები რეგრესს განიცდის და არც მწვრთნელი მგონია კოკოშკოვზე რამით აღემატებოდეს, იმედია ვცდები. ცინცაძე დაღუპავს გადამწყვეტ თამაშებს, იმედია აქაც შევცდები:) სპორტულ ჟურნალისტებს: რაშიც 100%-იანი არ ვცდები თქვენი დაბალი კვალიფიკაცია არის!!! ჩვენს "თვითნასწავლ" პოლიტიკოსებს ემსგავსებით და მაგათი არ იყოს რა ანალიზს უკეთებთ რეალობას (თამაშებს) და რეებს წერთ მინიმუმ სამარცხვნოა...თანამედროვე კალათბურთის მცირედი ციდნა მაინც ხომ უბდა იკითხებოდეს?! რა უბედურებაა ალბანწთის უსუსტეს ნაკრებთან საშუალოზე დაბალი დონის კალათბურთი ვითამაშეთ და სასწაული ეპიტეთი გამოიტანეთ სათაურში! წაიკითხეთ გულშემატკივრებია კომენტარები, ცოტათი იქნებ ისწავლოთ რა კუთხით გაანალიზოთ თამაშები!
პაატა
01 სექტემბერი 2016 16:58
0
მიუხედავად ალბანეთთან თითქმის ორმაგი ანგარიშით მოგებისა (არადა მეტოქის ძალიდან გამომდინარე სხვაობა სამმაგი და ციფრი სამნიშნა უნდა ყოფილიყო)თამაშის ხარისხით, განსაკუთრებით მწვრთნელის ტაქტიკური "ზაგატოვკების" გამოცდის მაგივრად ვიხილეთ "პუბლკაზე" გათვლილი მაპატიეთ და სარეკლამო ჩაგდება-ჩატენვები. თუნდაც სამქულიანების გათამაშება სტყორცნაში "ევარჯიშათ", რაც ჩვენი აქილევსის ქუსლია. არაფერი ახალი. ცოტა ჩვენი ხასიათისთვის მიუღებელი ზუროსისეული უფხო ერთფეროვანი(რასაც ბილო თამაშებში ვხედავთ)ტაქტიკით ითამაშა გუშინაც გუნდმა. არადა ვიმეორებ თუ აქვს მწვრთნელს არსენალში "რამე", მეტოქე ისეთი იყო მასთან უნდა გამოგვეცადა.რა ვიცი ღმერთმა ქნას ვცდებოდე. უბრალოდ მერე გვიან არ იყოს "იდაყვზე კბენანი"
ბუბა
01 სექტემბერი 2016 16:26
0
საქართველოს ნაკრების თამაში საეჭვოდ დამაფიქრებელია.აშკარა რეგრესია წინა წლებთან შედარებით.არცაა გასაკვირი გუნდის გადაბერების გამო.კარგი გუნდი ალბანეთის დონის გუნდთან მინიმუმ 110-120 ქულას მაინც უნდა იღებდეს.
j.ch.
01 სექტემბერი 2016 16:05
0
მათეს ვეთანხმები, უნდა გავავსოთ დარბაზი. ძალიან ცოტა მაყურებელი იყო. არადა კალათბურთში მაყურებელს ბევრი შეუძლია. რუსეთთს ხომ ოვერტაიმში თამაში მაყურებლის ფაქორიდან გამომდინარე მოუწია. აბა დავმუხტოთ ბიჭები 7 ში პოზიტიური ენერგიით, ყველანი სპორტის სასახლეში!!!
გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2016 15:52
0
ალბანეთი აშკარად სუსტი მეტოქეა, მაგრამ თამაში ყველასტან საჭიროა. ფეხბურთში უზარმაზარი თანხები იხარჯება, მაგრამ სუსტ კი არა, მეეზოვეებით და მეთევზეებით დაკომპლექტებულ, ერთი დღით შეკრებილ გუნდებსაც ვერ უგებენ. ასე რომ, მოგება ყვალასთან დასაფასებელია.
ცქიტიშვილმ თავად თქვა უარი. უკვე ასაკში ვარ და კლუბსაც და ნაკრებსაც ვერ შევძლებო, კლუბი არჩია. მარკოიშვილს ტრავმა აქვს, გართულებას მოერიდა და მანაც უარი თქვა, თორემ ზუროსს ორივე გამოძახებული ყავდა.
სლოვაკეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია და უხერხული მეტოქე. აი, წლევანდელი შემადგენლობის მონტენეგრო არათუ შესარჩევის, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტადაც კი მიიჩნევა. მის შემადგენლობაში თამაშს პირველად დათანხმდე ნბა-ში მონაწილე ორივე კალათბურთელი, ასევე, ნატურალიზებული ამერიკელი. მოკლედ, მონტენეგროს პირველი ხუთეული ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერა უნდა. გუშინდელ თამაშზე ვიყავი. 6 ათასი კი არა, მაქსიმუმ 4500 გულშემატკივარი იყო. მათგანაც ნაწილი ოფიციალური მიწვეული პირები იყვნენ. მონტენეგროსა და სლოვაკეთთან დარბაზი უნდა გაივსოს. რა გახდა, 7-8 ათასი ადამიანი რით ვერ შეიკრიბა 5 და 10 ლარი რომ დახარჯოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად.
მათე
01 სექტემბერი 2016 14:23
0
ფეხბურთელებს კი სჯობნიან და მეტი არც გვინდა!
asdfghjkl
01 სექტემბერი 2016 13:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული