სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის ლაივ-სთრიმით არჩვენების გამო, FIBA სლოვაკეთს სანქციებს დააკისრებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ახსნილია მიზეზი, თუ რატომ არ შედგა სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის ინტერნეტში ლაივ-სთრიმით ჩვენება.

"მეგობრებო! სლოვაკეთის ფედერაციას უნდა უზრუნველეყო ლაივ-სთრიმი სლოვაკეთი-საქართველოს შორის. მოგვაწოდეს ბმული (ლინკი), რომელზედაც უნდა შემდგარიყო ჩვენება.

შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი სლოვაკეთის მხრიდან, რომლის აღმოფხვრასაც ცდილობდნენ ორგანიზატორები, მაგრამ როგორც მეორე ტაიმის დაწყებამდე გაირკვა, ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ამის გამო FIBA-სგან სლოვაკურ მხარეს დაეკისრება შესაბამისი სანქციები!

ჩვენის მხრივ, ბოდიშს გიხდით გულშემატკივრებს შემნილი სიტუაციისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, sportall.ge-ს ადმინისტრაციაც ბოდიშს უხდის გულშემატკივარს, მისდა
უნებურად, შეცდომაში შეყვანის გამო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას იტკუებით სლოვაკებს აბრალებთ
gulo
21:54 03-09-2016
0
gulo-ს youtube ლინკი იყო და იქიდან უნდა წამოსულიყო სიგნალი რა რას იტყუებიან?!
svani
22:25 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული