ილიას ზუროსი: ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი შინ მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 74:76 დამარცხდა.

"როგორც ყოველთვის, დღესაც, უპირველესად მსურს გულშემატკივრისადმი მადლობის გადახდით დავიწყო. მადლობა, ვინც მოვიდა, გვიგულშემატკივრა და ასეთი ატმოსფერო შექმნა.

ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი გუნდის მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების
გამო დავთმეთ.

ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი! მჯერა, მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ ბიჭები თამაშს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უკეთესი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქედ ერთ-ერთი ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა, რომელმაც შორეული სამქულიანებიც ჩაგვიგდო. ჩვენ კი შეტევაში დავუშვით არაერთი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედა - სულ რაღაც 2 ქულით დავმარცხდით", - განაცხადა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რაწ იყო იყო მეორე ადგილიტ მაინწ უნდა გავიდეტ
შოთა გუგეშაშვილი
09 სექტემბერი 2016 17:50
0
ცინცაძით მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო
jj bufon
08 სექტემბერი 2016 22:17
0
რა შუაშია მსაჯი? მწვრთნელს იმას ვერჩი რო სანაძე რომ მთელი მესამე მეოთხედი ბუჩქივით იდგა და არ ინძრეოდა, უნდა შემოელაწუნებინა და აემოძრავებინა. მაგან წაგვაგებინა მესამე მეოთხედი და მეოთხეში უკვე მოგება მონტენეგროსთვის ტექნიკის საქმე იყო
ფფფუ
08 სექტემბერი 2016 22:12
0
მწვრთნელს რას ერჩით ერთი გამაგებინეთ რა? არ შეიძლება ამდენი ბოღმა, ვის არ წაუგია, ასეთი თამაში არცერთი მწვრთვნელის ხელში არ უთამაშია ნაკრებს
kote
08 სექტემბერი 2016 21:47
0
ამ სამქულიანებზე რო ლაპარაკობს უმეტესობა იმას მაინც თუ ფიქრობთ რომ ძირითადი 5 კაციდან 2 ის შემცვლელიც კი არ გვყავს ნორმალური ... როგორ შემოდიან ფეხები უკანკალებთ და სანამ გამოუვალი მდგომარეობაში არ ვარდებიან მანამდე ფარისკენ არ იხედებიან .... სამიანებიი კი ჩაგვიგდეს მარა სამაგიეროდ სამ წამიანში არ გაახარეს ჩვენებმა ამიტო ნორმალურ მსროლელთან ერთად როგორმე სათადარიგო სკამს უნდა მიხედონ და შეავსონ ნორმალურად
kkk
08 სექტემბერი 2016 14:11
0
სამქულიანების გარეშე მონტეენეგროს კი არა მალე ალბანეთსაც ვერ მოვუგებთ, შედეგი ლოგიკური იყო, ეს გუნდი ფარზეც გვჯობია და პერიმეტრზეც.
ავთანდილ
08 სექტემბერი 2016 13:24
0
ჩვენს ნაკრებს ერთი მაინც რომ ჰყავდეს სამქულიანების სტაბილური მსროლელი,ევროპის ყველა გრანდის დამარცხება შეიძლება, ამის ძალა შესწევს ჩვენს ნაკრებს! მაგრამ არ გვყავს სამქულიანების სტაბილური მსროლელი! შემშურდა მონტენეგროს კალათბურთელების, ყველამ დავინახეთ როგორ ესროდნენ სამქულიანებს, ჩვენ ერთი არ გვყავს, იმათი ყველა მსროლელი იყო თან როგორი მსროლელი! და შედეგიც სახეზეა,თან ბოლოს აღარც ფაჩულია, აღარც შერმადინი, უცენტროდ დარჩენილ გუნდს რა გინდა რომ მოსთხოვო? რაც შეეხება მსაჯებს ნაგვები იყვნეწნ!!!!
goga
08 სექტემბერი 2016 12:25
0
რა შუაშია მსაჯები? ისინი ბოლოში მართლაც შეცდნენ, მაგრამ რიგ შემთხვევაში ჩვენს სასარგებლოდაც ხომ შეცდნენ? მთავარი ის არის რომ სამქულიანებს საერთოდ ვერ ისვრიან, ამის გარეშე კი დღევანდელ კალათბურთში შედეგს ვერ მიაღწევ!!! იმდენი გაცუდებული სამქულიანებიდან ერთიც რომ ჩაეგდოთ , მოგებული უკვე ჩვენ ვიქნებოდით!!! იმგენმა კი საერთოდ ააცილენ თუ არა, აღარც მახსოვს!!!
გიორგი
08 სექტემბერი 2016 12:04
0
ბიჭებმა ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო წააგეს!
რეზო
08 სექტემბერი 2016 11:34
0
მწვრთნელი შესანიშნავია.
ჩვეი პრობლემა ისევ და ისევ მოკლე სათადარიგო სკამია და სათადარიგო მოთმაშეების კლასში დიდი სხვაობა ძირითად მოთმაშეებთან შედარებისთ.
რაც შეეხება მსაჯობას ბოლო 5 წუთში მათ ზედიზედ რამდეიმე უხეში შეცდომა დაუშვეს რაც სავარაუდოდ "შეცდომას" უფრო ჰგავდა.
kartveli
08 სექტემბერი 2016 10:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული