ილიას ზუროსი: დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მონტენეგროში ვეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სლოვაკეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლოსწინა, მეხუთე შეხვედრა თბილისში, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 96:68 სძლია.

- საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთი მეორედ გაანადგურა

"როგორც ყოველთვის, დაწყება დღესაც გულშემატკივრისთვის მადლობის გადახდით მსურს. მადლობა გულშემატკივარს იმისთვის, რომ თბილისში თამაშისას მოედანზე 6 მოთამაშით ვართ. ამ გამარჯვებას სწორედ თქვენ გიძღვნით!

ეს ევრობასკეტის შესარჩევის შინ გამართული ბოლო მატჩი
იყო და მადლობას გიხდით ჟურნალისტებსაც. მთელი ამ ციკლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით და ამ მოპოვებულ გამარჯვებებში თქვენი დიდი წვლილიცაა შეტანილი.

მადლობას ვუხდი მოთამაშეებს, რომლებმაც დღევანდელი მატჩის მოსაგებად ყველაფერი გაიღეს. თუმცა წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასვლაზე მონტენეგროსთან, სადაც საბრძოლო განწყობით მივდივართ. ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირებისას გადამწყვეტ როლს დაცვა თამაშობს და ეს ასე იქნება ამ შეხვედრაშიც! ჩემი და მთელი გუნდის მიზანი ევრობასკეტზე მოხვედრაა. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მონტენეგროში ვეცდებით", - განაცხადა ზუროსმა.

დღეს ღამით საქართველოს ნაკრები მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე F ჯგუფის ბოლო, მეექვსე შეხვედრას ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ჩერნოგორიაში! ბურთი არ უნდა დავკარგოთ იოლად, როგორც სლოვაკეთთან. ფარზე მოხსნებში უნდა ვაჯობოთ ბალკანელებს. რთული თამაში გველის, მაგრამ შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება თუ ბურთს მოწინააღმდეგე უფრო მეტჯერ დაკარგავს.
ლუკა
23:45 14-09-2016
0
არ მინდა ზუროსი, ეთრასი მინდა, კაცოოოო!
ილია
00:18 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული