"თუ პოსტი შევინარჩუნე, დროს ახალი კალათბურთელების მოძიებას დავუთმობ"

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ზუროსმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სიმბოლურად საჩუქარს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- გსმენიათ თუ არა ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ, რომელიც თავისი ასაკის ევროპის ტოპ ტალანტებში მოიაზრება? თუ გსმენიათ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა მის ნაკრებში მიწვევას ?
- განვმეორდები და ვიტყვი, რომ მთავარია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დავძლიეთ და ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. თუ მთავარი მწვრთნელის პოსტი შევინარჩუნე, თავისუფალ დროს ახალი კალათბურთელების მოძიებას დავუთმობ.
ეს ეხება როგორც მამუკელაშვილს, ისე სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებს.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ილიას ზუროსმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
1. მწვრთნელი უკეთესია; ეს ორივე პრინციპულ თამაშში სწორი შეცვლებით და წუთშესვენებებითაც გამოჩნდა და გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობითაც.
2. არც ამ დონის ნატურალიზებული მცველი გვყოლია ჯერ; ცოტა შეთამაშება აკლია
3. თოკო და მარკო რომ დაემატებიან, ანუ: ფაჩულია - შერმადინი,(პოზიციების მიხედვით) თოკო - ბურჯანაძე, მარკო - სანიკიძე,დიქსონი - ცინცაძე, ; მერე ბოისა, ლეჟავა და გუნდია, რომელიც საამაყო შედეგით ჩამოვა
ყველაზე უფრო მაინც პირველ ნომერზე გვიჭირს


მადლობა ბიჭებს! ბოლო 2 წუთი განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო!
__+*
15:08 19-09-2016
0
ზაქრაძე მეც ძალიან მომეწონა, უფრო სწორედ მისი ბურთის ტარების ტექნიკა, მისი დრიბლინგი პრემიუმ კლასია, მჯერა დიდი კალათბურთელი გვეზრდება მისი სახით.
bavaria
15:22 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული