ილიას ზუროსი: მსურს, საქართველოს გული მივუძღვნა!

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ზუროსის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტზე იასპარეზებს.

- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წარმატებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიხდა ამ შედეგისთვის. ორი თვის განმავლობაში წარმატების მისაღწევად ძალღონე არავის დაუშურებია.

ჯგუფში 6 მატჩი ჩავატარეთ და ექვსივე საკმაოდ მაღალ დონეზე. ალბათ
ბევრს ჰგონია, ეს მარტივი იყო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არაა.

რთულია ამ ეტაპზე ისაუბრო ჩვენს შანსებზე ევრობასკეტზე. ახლა კალათბურთელთა ჯანმრთელობა უნდა ვისურვოთ. მიზანი უკეთესი დაცვის თამაში ქნება, ვიდრე ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ასევე, სისწრაფის გაუმჯობესება და შეტევაში პასების სიზუსტეა საჭირო. მსურს, სწორედ ასეთი თამაში ითამაშოს ჩემმა გუნდმა. ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესად თამაშიც შეგვიძლია.

მადლობა ჟურნალისტებს, ვინც პირველივე დღიდან გვერდში გვედექით. მადლობა, რომ თავს ისე მაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ამაყი ქვეყანაა და მსურს, საქართველოს მთელი გული მივუძღვნა. ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ და ამ კუთხით ბერძნებს და ქართველებს საერთო გვაქვს. აქ ყოფნა ძალიან მახარებს", - განაცხადა ზუროსმა.

პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები, კოტე ტუღუში და ირკლი ხოშტარიაც ესწრებოდნენ.

"მადლობას გადავუხდი ყველას. რთული ორი თვე გამოვიარეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა წინ ძალიან დიდი იმედებით ვიხედებით.

ევროპას დავუმტკიცეთ, რომ საქართველოში კალათბურთის თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე იციან. ევრობასკეტზე ერთ-ერთ ფავორიტად ვითვლებით - ნებისმიერ მეტოქეს ჩვენთან პრობლემები შეექმნება, თუ თამაშებს დანაკლისის გარეშე ჩავატარებთ.

პირადად მე ახალი მთავარი მწვრთნელის გამო ბევრს ვნერვიულობდი, თანაც იმის ფონზე, რომ იგორ კოკოშკოვი გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წვრთნიდა. მქონდა განცდა და შიში იმისა, რომ ამ მოკლე დროში საერთო ენის გამონახვას ვერ მოვახერხებდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და მხოლოდ დადებითს თუ ვიტყვი ზუროსზე.

ამ კაცმა ძალიან კარგად მოარგო ჩვენს მოთამაშეებს თავისი ტაქტიკა და მათთან ურთიერთობაც მშვენიერი დაამყარა. ამ ყველაფერმა ერთად კი საკმაოდ დადებითი შედეგები მოგვიტანა", - განაცხადა კოტე ტუღუშმა.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს თანადგომისთვის. სამწვრთნელო შტაბისთვის თქვენი გვერდში დგომა ძალზედ მნიშვნელოვანია. მთავარი მწვრთნელის ხარჯზე ერთიანობა მოვახერხეთ.

რაც გამოვიარეთ, უკვე წარსულია და აწი მომავალ თამაშებზე ვიფიქრებთ", - თქვა ხოშტარიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცავთ, მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა. აქვე მინდა მორიდებით ერთი "საყვედური" გითხრათ. კარგი იქნებოდა ამ პრესკომფერეციაზე, ჟურნალისტების თანადგომის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენი, გულშემატკივრების თანადგომაზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა. მე პირადად, ყველა საშინაო შეხვედრაზე ვიყავი და გვერდში უდექი ჩემს გუნდს. ეს ისე.... გაიხარეთ, წარმატებები...
natali
17:25 19-09-2016
0
თუ მოგისმენია ან წაგიკითხავს ზუროსის კომენტარები ან პრესკონფერენციაზე ან პირად ინტერვიუში, ყველგან პირველ ნომრად მაყურებელთა არანორმალურ მხარდაჭერას აღნიშნავდა
Irakli apkhaidze
17:57 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული