"შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, ისრაელში რომ მოვხვდით. ამას არა სპორტული, არამედ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებიდან გამომდინარე ვამბობ. ისრაელთან საქართველოს საუკუნოვანი, მოძმე და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ეს ნამდვილად დიდი პლუსია. ჩვენი გუნდის წევრები ისრაელში თავს კარგად იგრძნობენ და ცხადია, ეს დადებითი მომენტი იქნება პრინციპული თამაშებისას.
ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს, აქ ჩვენი დიასპორა ძალიან ძლიერია და ისინი უკვე ემზადებიან საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. რაც შეეხება მეტოქეებს, ვერ ვიტყვი, რომ ისრაელის ჯგუფი რომელიმეზე
ნებისმიერ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, მაქსიმალური მობილიზება გვმართებდა და ასეა ისრაელის ჯგუფშიც. თანამედროვე კალათბურთში დონე თანაბრდება. გუნდს რომ აუტსაიდერად თვლი, სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ასე რომ, პროგნოზებს არ გავაკეთებ...
ახლა მთავარი ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი კარგად დავგეგმოთ და ცხადია, ტურნირს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. მუშაობა უკვე დაწყებულია, არის მოსამზადებელი გეგმის მონახაზი, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს და მას მალე გამოვაქვეყნებთ.
აქ, სტამბოლში, სადაც ევრობასკეტის მონაწილე ყველა ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი იმყოფება, საინტერესო შეხვედრებს ვმართავთ და იმედს ვიტოვებ, საქართველოს ნაკრებისთვის კარგ სპარინგ-პარტნიორებს შევარჩევთ", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
- საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტი 2017-ზე
- საქართველოს მეტოქეები ევრობასკეტი 2017-ის ჯგუფში ცნობილია