NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები: ზაზა ფაჩულია ისევ მეორეზეა!

AutoSharing Option
12 იანვარს, NBA-ს "ოლ სტარის" გამოკითხვაში საშუალედო შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ზაზა ფაჩულია დასავლეთის კონფერენციაში წინახაზელთა შორის მეორეა. მას 823 376 ხმა აქვს და მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს (987 479) ჩამორჩება. მესამეა სანანტონიოელი კავაი ლეონარდი - 630 766.

- რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში
- გამოკითხვა იწყება. #NBAVOTE Zaza Pachulia - იხილეთ ხმის მიცემის დეტალები

წინახაზელებიდან "ოლ სტარში" სწორედ ტოპსამეული მოხვდება. უკანახაზელებიდან - საუკეთესო დუეტი: დასავლეთში სტეფ კარი (990 390) და ჯეიმს ჰარდენი (961 685)
ლიდერობენ.

აღმოსავლეთში ასეთი სიტუაციაა:
უკანა ხაზი - კაირი ირვინგი (971362), დუეინ უეიდი (514 866).
წინა ხაზი - ლებრონ ჯეიმსი (1 066 147), იანის ანტეტოკუნმპო (963 110), კევინ ლავი (473 328).

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ოლ სტარში" მოსახვედრად საკმარისი არ არის. ფანების წილი 50 პროცენტია, მეორე 50 პროცენტი მედიის, კალათბურთელებისა და მწვრთნელებისაა.

ხმების მიცემა 16 იანვრამდე არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაზას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად.

იხილეთ ინგლისური ვერსია - NBA All-Star Game voting update: Pachulia still near the top
მკითხველის კომენტარები / 5 /
სულ არ მაინტერესებს რას იტყვიან ფერადი ამერიკელები არც ამერიკის ქართველი მონები მთავარია შევძლით ერთად დგომა და მხარდაჭერა ზაზა ჩვენთვის სიმბოლოა
mmm
13 იანვარი 2017 12:46
0
ონლაინ მრიცხველი არსად არ არის?
zviadi
13 იანვარი 2017 12:43
0
3-4 დღე დარჩა და იქნებ იმდენი მაინც ვქნათ რომ მილიონს გადავცდეთ. ეს კარგი შედეგი იქნება
დათო
13 იანვარი 2017 12:22
0
მილიონს ხმას გავცდეთ!!!
დათო
13 იანვარი 2017 12:09
0
ძალიან მიხარია! ესე იგი ქართველებს კიდევ შეგვიძლია ერთად დგომა და სამშობლოს სიყვარული, რაც ზაზასადმი უანგარო მხარდაჭერით გამოვხატეთ! ზაზაკი ნამდვილად იმსახურებს ამას! 3-4 დღე დარჩა, ნუ მოვეშვებით, გავაგრძელოთ ზაზას მხარდაჭერა. ასე უფრო გავაცნობთ თავს მსოლიოს, აშშ-ს და საკალათბურთო სამყაროს!
არჩილ ხოფერია
13 იანვარი 2017 10:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული