დღის კარიკატურა: გიორგი შერმადინი ესპანურ გრანდებს გადააფრინდა და...

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელად კარიერაში მეორედ აღიარეს. ეს "ბეტისთან" მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც მან 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. გიორგის ბექა ბურჯანაძეც შეეშველა და ანდორამ 95:69 მოიგო. რაც მთავარია, ამ გამარჯვებით გუნდმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური მოიპოვა.

- MVP შერმადინი - გიორგი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესოდ აღიარეს
- გიორგი შერმადინის ეფექტური დუბლი და "ანდორა" სამეფო თასზე [VIDEO]

ბოლო მატჩებია გიორგის ვერც გრანდები აჩერებენ: "რეალის" ცენტრის, გუსტავო აიონის წინააღმდეგ თამაშისას მან 21 ქულა და 15 მოხსნა
მოაგროვა, ხოლო "ბარსელონას" მეფარის, ანტე ტომიჩის წინააღმდეგ - 11 ქულა, თან "ანდორამ" კატალონიელებთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - 87:80.

ასე რომ, შერმადინი და ბურჯანაძე ანდორელთა საკალათბურთო ისტორიას გულდასმით წერენ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული