ზაზა ფაჩულია დაბრუნდა! - ყველაზე მეტი ბლოკი და გამარჯვება "კლიპერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
24 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულია ტრავმის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა.

ქართველი ცენტრის "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 123:113 დაამარცხა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო. 18:08 წუთში ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 4 ბლოკი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები კლიპერსთან (6ქ)
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ შეხვედრაში ყველაზე მეტი (4) ბლოკი გააკეთა.
ზაზა ფაჩულიას ბლოკები კლიპერსთან (4ბ)
Sportall.Ge

ყველაზე მეტი, 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. სამმაგ დუბლამდე 3 პასი
დააკლდა კევინ დურანტს, რომელმაც 25 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო დრეიმონდ გრინმა კი 7 ქულა ჩაიწერა აქტივში.

"კლიპერსიდან" ორმაგი დუბლით დეადნრე ჯორდანი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.
გოლდენ სტეიტი - კლიპერსი 123:113
Sportall.Ge

ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 48 გამარჯვება და 9 მარცხი დაუგროვდა, რაც NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი შინ "ბრუკლინ ნეთსთან" 26 თებერვალს, ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესამე მეოთხედში იყო სასწაული ბრძოლა, თან გადამწყვეტი, სადაც ზაზა იყო ერთ ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელმაც კლიპერსის 17 თუ 18 ქულიანი უპირატესობა გატეხა გატეხა და ვარიორები წინ გაიყვანა, შესანიშნავად ითამაშა ამ დილით.
პ.ს. სტეფან კერი კი დღევანდელი თამაშით ალბათ თებერვლის შაქტინებში მოხვდება, დაველოდოთ შაქილს.
tanto
16:18 24-02-2017
0
ზაზა შესანიშნავია პასები ტეხნიკა ტაკტიკაში მაგრამ უმარტივეს სიტუაციაში უჭირს ჩატენვა რაც ელფერს უკარგავს მის თამაშს ავიღოთ დურანტი რომელიც არც სიმაღლით არც ფიზიკურობით აღემატება ზაზას მაგრამ???
nukri
22:20 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული