გოგა, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მხოლოდ 20:45 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ 25 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 2 ჩაჭრა, 3 პასი და 4 დაფარება მოეგროვებინა.
ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
"მეგა ბემაქსმა" 13 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და იუნიორთა ლიგაში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ "პოლეტთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით