წინა სეზონში ფაჩულია "დალას მავერიკსში" საშუალოდ ორმაგ დუბლს ითვლიდა და დირკ ნოვიცკისთან ერთად გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რის შემდეგაც მას კონტრაქტი "გოლდენ სტეიტმა" შესთავაზა და მიუხედავად სხვა, ძვირად ღირებული შემოთავაზებებისა, ქართველი ცენტრი ოკლენდურ გუნდში გადავიდა.
რაც ტეხასიდან წავიდა, დღეს ფაჩულია პირველად ჩავიდა დალასში და "გოლდენ სტეიტს" გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა დღევანდელ შეხვედრაში მნიშვნელოვან ზღვარს გადააბიჯა.
"დალასთან" მატჩი მისთვის 1001-ე იყო NBA-ს 13-წლიან კარიერაში. ზაზას
დღევანდელ მატჩში ფაჩულია, ტრდიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო. ზაზამ 14 წუთი ითამაშა და 3-დან სამივე ორქულიანი ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 6 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. დალასელებმა სტუმრებს მხოლოდ პირველ პერიოდში აჯობეს, რომელიც 30:28 მოიგეს.
მეორე მეოთხედიდან ინიციატივა ოკლენდელებმა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე უკვე 12 ქულას იგებდნენ. "გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 112:87 იმარჯვა.
ოკლენდელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი. 17 ქულა და 9 პასი სტეფ კარიმ მიითვალა. 18 ქულა სათადარიგო იან კლარკმა მოაგროვა. დალასელთაგან საუკეთესო იყო ვეტერანი დირკ ნოვიცკი, რომელმაც შეხვედრა 16 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.
დალასში წარმატება ოკლენდელებისთვის ზედიზედ მე-6 გამარჯვება იყო, რამაც ფაჩულიას გუნდს ლიდერობა გაუმყარა. "გოლდენ სტეიტს" უკვე 57 მოგება და 14 მარცხი აქვს. მომდევნო მატჩს "უორიორსი" 25 მარტს შინ, თანაშტატელ "საკრამენტოსთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ტორონტო-ჩიკაგო 122:120
ბრუკლინი-დეტროიტი 98:96
მაიამი-ფინიქსი 112:97
ნიუ ორლეანი-მემფისი 95:82
მინესოტა-სან ანტონიო 93:100
პორტლენდი-მილუოკი 90:93
ლეიკერსი-კლიპერსი 109:133
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით