ოკლენდში ჩავიდა "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე "მემფისი", რომელმაც ამ გუნდების მიმდინარე სეზონის 3 მატჩიდან 2-ში იმარჯვა.
"მემფისმა" არც ამჯერად დაყარა ფარ-ხმალი და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მასპინძლებმა დასკვნით პერიოდში დიდებულად ითმაშეს, 12-წუთეული 23:13 მოიგეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმეს - 106:94. ამით "გოლდენ სტეიტმა" "მემფისს" მიმდინარე სეზონში ანგარიში გაუთანაბრა - 2:2 და თუკი პლეი-ოფში შეხვდება, მოედნის უპირატესობაც ექნება.
მემფისელებს ტრავმის გამო
ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.
გოლდენსტეიტელებს 7 სამიანისა და მთლიანობაში, 31 ქულის მიმთვლელმა კლეი ტომპსონმა ულიდერა. სტეფ კარიმ 21 ქულა და 11 პასი გაიფორმა, ხოლო სათადარიგო ანდრე იგუდალამ მოედანზე 32 წუთი გაატარა და თავი 20 ქულას მოუყარა. მემფისელთაგან 29 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა, ზაკ რენდოლფმა კი 15 ქულა მოაგროვა.
59 მოგება 14 მარცხის წილ და "გოლდენ სტეიტი" რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად წინსვლას განაგრძობს. მორიგი ტესტი ოკლენდელებს დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსან "ჰიუსტონთან" სტუმრად, 29 მარტს აქვთ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით