ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "სპურსს" 22 ქულა ამოუქაჩა და სტუმრად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მიმდინარე სეზონის 2 საუკეთესო გუნდის მატჩში "სან ანტონიო" 22 ქულით იგებდა, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" დაამტკიცა, რომ კევინ დურანტის გარეშეც შეუძლია დიდებულად თამაში და შეხვედრა საბოლოოდ 12 ქულით მოიგო.

NBA-ს ლიდერ "გოლდენ სტეიტს" "სან ანტონიოსთან" მიმდინარე სეზონის ორივე მატჩი უშანსოდ ჰქონდა წაგებული და დღევანდელ, ტეხასში გამართულ შეხვედრასაც კატასტროფულად აგებდა, მაგრამ გუნდური თამაშისა და დიდი ოსტატობის ხარჯზე ოკლენდელებმა შეხვედრა ისე მოიგეს, ბოლო წუთებზე ვითარება არც კი დაძაბულა.

მასპინძლები თავიდან 10:0 დაწინაურდნენ, მე-8 წუთისთვის კი 22 ქულით - 29:7 იგებდნენ. საბოლოოდ მასპინძლებმა
პერიოდი 33:17 ლიდერობით დაასრულეს, მაგრამ მეორე და მესამე მეოთხედებში "გოლდენ სტეიტმა" კლასიკური თამაში აჩვენა და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, ბოლო პერიოდის წინ 84:77 დაწინაურდა.

"სან ანტონიომ" ბოლო მეოთხედში გაიბრძოლა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ოკლენდელთა სათადარიგო დევიდ ვესტმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ბოლო პერიოდში 11, მთლიანობაში კი 15 ქულ მოაგროვა და "სპურსმა" გადამწყვეტ მომენტში რომ ვერაფერი გააწყო, მისი დიდი დამსახურებაა. "გოლდენ სტეიტმა" საბოლოოდ 110:98 გაიმარჯვა.

საერთოდ, "გოლდენ სტეიტმა" ძალიან შეკრულად და ოსტატურად ითამაშა. მთლიანობის შემადგენელი ნაწილი იყო ზაზა ფაჩულია, რომელიც გარდამტეხ, მესამე პერიოდში მოედანზე იმყოფებოდა და უმნიშვნელოვანესი სამუშაოც გასწია.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა უშუალო ოპონენტმა, სანანტონიოელთა ძირითადმა ცენტრმა დეეინ დედმონმაც 18 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

აჩრდილს ჰგავდა ტეხასელთა გამთამაშებელი ტონი პარკერი, რომელმაც 24 წუთში ქულა ვერა და მხოლოდ 2 პასი მიითვალა. მასპინძელთაგან საუკეთესო კავაი ლეონარდმა კი მხოლოდ 19 ქულას უწია. ოკლენდელი დაცვის ბურჯი დრეიმონდ გრინი სწორედ კავაის მეურვეობით იყო დაკავებული და საბოლოოდ 4 ქულას დასჯერდა, მექულეობა კი სტეფ კარიმ იკისრა, რომელმაც 29 ქულა და 11 პასი მიითვალა. ჩვეულ იშტაზე იყო კლეი ტომპსონიც, რომელმაც გამარჯვებულებს 23 ქულა მიაშველა.
იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი 98:110
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" უდიდესი ნაბიჯი გადადგა რეგულარული ჩემპიონატის მოგებისკენ. ოკლენდელებს 61 მოგება და 14 მარცხი აქვთ, "სან ანტონიოს" მოგებ-წაგებათა შეფარდება კი 57:17-ს შეადგენს.

დარჩენილ 7 მატჩში ამ ლიდერობას "გოლდენ სტეიტი" სავარაუდოდ ხელიდან არ გაუშვებს, მით უფრო, რომ რამდენიმე დღეში მას კევინ დურანტი დაუბრუნდება, რომელიც დღეს სან ანტონიოს დარბაზში თავდაპირველად სპორტულ ფორმაში გამოჩნდა და მწვრთნელს ერთი-ერთზე, ცალ ფარში ეთამაშა. შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში გამოეწყო და თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან უქომაგა.

შემდეგ მატჩს ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანსა და კიდევ ერთ კონკურენტ "ჰიუსტონთან" 1-ელ აპრილს, შინ გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვგულისხმობ მეორე მეოთხედს და მესამე მეოთხედს სადაც კარგი დაცვა ითამაშეს გუნდა და ზაზამ. მაგის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ჩააგდო. სამწამინს კეტავდა რამდენიმეჯერ პარკერს დააკარგვინა ბურთი. რამდენიმე ჩაჭრის შემდგომ სამკულიანი მოჰყვა კარის. ვესტმა გეთანხმები ძალიან კარგად ითამაშა მაგრამ ზაზამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მოწოდების სიმაგლეზე იყო იმ საკითხში რაც მას ევალება. უკეთესად შეიძლობოდა შეტევაში მაგრამ სანანტონიოა სადაც სამწამიან ზონაში ძალიან ძნელია თამაში და განსაკუთრებით ზაზასთვის ყოველთვის უჭირს ამ გუნდთან წინა სეზონშიც სან ანტონიოსთან ისეთი ეფექტური ვერ იყო ბოლო ორი თამაშია ბევრად ეფექტურია დაცვაშიც და შეტევაშიც სანანტონიოსთან იმედი მაქვს ფლაიოფში უკეთესად ითამაშებს კიდე.
0
მშვენივრად და შესანიშნავად დღეს ითამაშეს ტომპსონმა, იგიდალამ, კლარკმა და ვესტმა, საშუალოდ ითამაშეს კერიმ, ლვინგსტონმა და გრინმა, ცუდათ ითამაშეს დანარჩენებმა.
aaa-s
15:32 30-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული