ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და გამარჯვება "მინესოტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
5 აპრილს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" უმასპინძლა და ანგარიშით 121:107 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19:14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებიდან ყველაზე მეტი მოხსნა სწორედ ქართველის ანგარიშზეა.

"უორიორსებს" კლეი ტომსპონმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 41 ქულა ჩააგდო. სტეფ კარიმ კი 19 ქულა ჩააგდო.

მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი კი შაბაზ მუჰამედმა გაიფორმა, რომელმაც 24 ქულას 11 ქულა
მიამატა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-მინესოტა 121:107
Sportall.Ge

64 მოგებითა და 14 მარცხით "გოლდენ სტეიტი" ორივე კონფერენციას ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 6 აპრილს, ჩვენი დროით 06:00 საათზე სტუმრად "ფინიქსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული