ზაზა ფაჩულია B კატეგორიაში - Bleacher report-მა "გოლდენ სტეიტის" სეზონი შეაფასა

AutoSharing Option
სპორტულ-ანალიტიკურმა საიტმა Bleacher report-მა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ყველა კალათბურთელის თამაში შეაფასა რეგულარულ სეზონში, რომელიც სულ მალე დასრულდება.

მოთამაშეები A, B, C და D კატეგორიებად დაყვეს. ზაზა ფაჩულიას გამოსვლა მისთვის სადებიუტო სეზონში კალიფორნიული გუნდის რიგებში საკმაოდ მაღალი, B კატეგორიით შეფასდა:

"როცა ზაზა ფაჩულია ჯანზეა, გუნდში სასტარტო ცენტრის პოზიცია მისია. ეს შეიძლება შეიცვალოს პლეი ოფში სიტუაციის მიხედვით, მაგრამ რეგულარულ სეზონში მან სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა.

იმის მიუხედავად, რომ ზაზა სასტარტოა, ის საშუალოდ მხოლოდ 18 წუთს თამაშობს, რაც სათადარიგო ბარნსის შედეგზე ცოტაა. ამას კი თავისი
მიზეზი აქვს, ფაჩულია მოიკოჭლებს ათლეტიზმში, კერძოდ კი, დაფარებებსა და ფარქვეშიდან სროლებში.

მაგრამ ეს არც არასდროს ყოფილა "გოლდენ სტეიტისთვის" სიახლე. კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ზაზას ძლიერი მხარეები გადაწონიდა ამ სისუსტეებს და მათმა ჩანაფიქრმაც გაამართლა.

6,11 ფუტი სიმაღლის ცენტრის უპირატესობები კი ბრძოლისუნარიანობაში და ჭკვიანურ თამაშში გამოიხატება.

მან ყოველთვის იცის, საიდან შეუძლია სროლა. ამიტომაც აქვს 53,1% სროლის პროცენტი თამაშიდან, რაც მის კარიერაში საუკეთესოა. მისმა მოედნის ხედვამ ზაზას საშუალება მისცა, კარიერის საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა (ყოველ 36 წუთში) შედეგიან პასებში - 3,7 და საუკეთესოს შემდეგ მეორე შედეგი მოხსნებში - 11,6.

ის თანაგუნდელებისთვის თამაშობს. ამის გამოც ზაზას ბლოკის დაყენების საუკეთესო მონაცემი აქვს გუნდში (3,5 თამაშში), რაც ლიგაში მე-14 შედეგია.

ESPN-ის რეალური პლუს-მინუსის მაჩვენებლით, ზაზა NBA-ს ცენტრებში მესამე ადგილზეა (3,55 - ჩამორჩება მხოლოდ გობერსა და ჯორდანს), რაც დიდად იმ ვარსკვლავების დამსახურებაცაა, ვისთან ერთადაც ზაზა თამაშობს, თუმცა ადასტურებს ზაზას მზადყოფნას, რომ მიიღოს "გოლდენ სტეიტში" სპეციალიზებული როლი გუნდის საბოლოო წარმატებაში", - წერს საიტი.

A კატეგორია გუნდში მხოლოდ სტეფ კარიმ მიიღო
A მინუსით - კლეი ტომპსონმა და დრეიმონდ გრინმა
B პლუსით - კევინ დურანტმა.

სათადარიგოებში B პლუსით აქვთ ანდრე იგუდალასა და დევიდ ვესტს; B - შონ ლივინგსტონს; B მინუსით - ჯავალ მაკგის, პატრიკ მაკკოუსა და იან კლარკს.

C დაიმსახურეს - ჯეიმს მაკადუმ და მეტ ბარნსმა; D - კევინ ლუნიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
B პლიუსით თუ მინუსით?
Saakakaze
11:40 06-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული