დუდა სანაძის 15 ქულა "პრიმორსკას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ, რომელიც სლოვენიური "პრიმორსკას" ღირსებას იცავს, ჩემპიონატში შედეგიანი მატჩი გამართა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. კოპერელები "ტაიფუნს" ესტუმრნენ და 64:87 დამარცხდნენ.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

დუდამ 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ნიკოლა გაიჩს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა და
5 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ "პრიმორსკა" არასაჩემპიონო ჯგუფში, მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებისთვის თამაშობს და 13 მოგებითა და 3 მარცხით მე-7 პოზიცია უკავია.

სანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 15 აპრილს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ "კასტინგსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული