ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 16:59 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
"უორიორსებს" არ ჰყავდათ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი, რომელსაც კუნთის დაზიანება აქვს.
დურანტის არყოფნაში ქულებში ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც მისთვის უჩვეულოდ
ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დრეიმონდ გრინმა შეასრულა, რომელმაც 10 პასს 12 მოხსნა და 6 ქულა მიამატა.
აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრი კარგად გაისარჯა და ჯამში 33 ქულა მოაგროვა (მაკგი 15, უესტი 8).
ამ მოგების შემდეგ ოკლენდური გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 23 აპრილს, ამჯერად სტუმრად, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ჰიუსტონი-ოკლაჰომა 115:111 (2:0)
ვაშინგტონი-ატლანტა 109:101 (2:0)