ეს ოკლენდელების რიგით მეოთხე გამარჯვება გახდა და მათ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და სამი საჯარიმო ჩააგდო.
"გოლდენ სტეიტის" კევინ დურანტი დაუბრუნდა და პარკეტზე 20-წუთიან მონაკვეთში 10 ქულა მიითვალა. ხოლო "უორიორსებს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც
"კლივლენდის" მერე "გოლდენ სტეიტი" მეორე გუნდი გახდა, რომელმაც სერია 4:0 მოიგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ოკლენდელები მომდევნო ეტაპზე "იუტასა" და "კლიპერსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.
დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
ტორონტო-მილუოკი 118:93 (3:2)
ატლანტა-ვაშინგტონი 111:101 (2:2)