ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
3 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფში "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და ანგარიშით 106:94 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი  და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 10 ქულა იუტასთან მატჩში
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
კევინ დურანტმა 17-17 ქულა მოიპოვეს, კლეი ტომპსონმა კი 15 ქულა ჩააგდო. ყველაზე მეტი, 22 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო: იუტა-გოლდენ სტეიტი 94:106
Sportall.Ge

გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.

ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მაგარი ხხარ ზაზა
0
... ყველა მოზგოვისტებმა ზაზას... რა ხეპრე და ქართველთმოძულე უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო ზაზამ როგორ აჯობა გობერტს, ფრანგმა ქულები აკრიფა, როცა ზაზა არ იყო პარკეტზე. თითქმის ყველა დუელი მოუგო, ასე მგონია ესენი საერთოდ არ უყურებენ შურის გამო ზაზას თამაშს და ბოღმით მერე წერენ რაღაც აბდაუბდას...
Bavaria
17:31 03-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული