"სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა.

ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითაც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა "სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალში ითამაშა!

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით, მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა.

ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3
მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩენიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები სან ანტონიოსთან (11ქ)
Sportall.Ge

ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი (+14) მხოლოდ კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. სტეფ კარის მონაგარი 40 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. ამ ვარსკვლავების მერე, შედეგიანობის მხრივ, სწორედ ზაზა მოდიოდა.

"სან ანტონიოს" მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, "გოლდენ სტეიტს" კი "ქამბექი" კავაი ლეონარდის ტრავმამ გაუადვილა.

"სპურსის" ერთ-ერთ ლიდერს ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მე-3 მეოთხედის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა, არადა, იმ დროს აქტივში უკვე 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა. ზაზას უშუალო ოპონენტის - პაუ გასოლის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა დაგროვდა. ესპანელმა ცენტრმა თავი უფრო პერსონალურებით გამოიჩინა და მთლიანობაში 5 ჯარიმა დაუგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 113:111
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ შინ, 17 მაისს ჩაატარებს. NBA-ს დიდ ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალშია "კლივლენდი" და ელოდება ოპონენტს, რომელიც "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" მე-7, გადამწყვეტ შეხვედრაში ამაღამ გამოვლინდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 38 /
ლეონარდის ფერხებს სად და როგორ დაგდგამს მაგაზე გვანერვიულეთ ეხლა ...რაა..ფეხი გადუბრუნდ აორჯერ იმ დგეს მაგ ლეოს..და სულ ნუ აიჩემებთ მაგ ეპიზოდს თორე ლეონარდს სახელის პირველ ასოს გამოუცვლით და დავამატებტ ასობგერა ყ-ს..რაც შეხება ზაზა ცემპიონ
GIO
16 მაისი 2017 08:24
0
ოდალ და სხვანო: თქვენი პუტინი სიბრაზისგან ტვალეტშია ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდის. ყველა ქართველის წარმატებაზე ასეა ისიც და თქვენც. აწი სულ უფრო ხშირად მოგიწევთ.
odala-s
15 მაისი 2017 21:36
0
ხალხნო დააკვირდიტ კარგად ზაზას დაადგა პირიქიტ ფეხი გვერდულად ზაზას სურგსი ტვალები არ აქვს რომ დაენახა
შოთა გუგეშაშვილი
15 მაისი 2017 21:24
0
ამერიკელი და რუსი კი არა ნებისმიერი გულშემატკივარი კალათბურთისა გაბრაზებულია ახლა ფაჩულიაზე. მხოლოდ ჩვენი ინფანტილური ფაჩულეთია აღფრთოვანებული. სულ გადაფარა მისი კარგი თამაში, მისმა dirty play-მ. ყველამ მასე შეაფასა.
odala
15 მაისი 2017 20:12
0
მართალია ზაზა დასაჯარიმებელი არ იყო მაგრამ კავაი რომ ყოფილიყო ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა
fgfgfgfgfgfgf
15 მაისი 2017 19:48
0
სოსო-ს რა თქმაუნდა ზაზა პირველ რიგში არის ქართველი თან ძალიან ზრდილი თავდაბალი და კარგი ადამიანი და მერე არის სპოტსმენი მაგრამ ხოარსებობენ ცუდი ქართველებიც ხოდა ორმაგად საქომაგოა ესკაცი და ქართველობაზე ზედმეტად გამახვილება აქცენტის არ მინდოდა რადგან ეს თავისთავად იგულისხმება.
quTaiseli
15 მაისი 2017 18:26
0
რა ტყუილად შემოდიხარ და უაზრო დროს ხარჯა? თამაშებსაც არ უყურებ და ჰაერში ისვრი სიაფანდ კომენტარებს, გუშინდელი თამაშისთვის რომ გეყურებინა მაშინ გეცოდინებოდა რომ 39 წლის მანუ ჯინობილი 25 წუთი ვერანაირად ვერ გააჩერეს და 17 ქულა მოაგროვა.
sabonisssss
15 მაისი 2017 18:16
0
ქუთაისელო,ერთ ნიუნსს მაინც მიგითითებ.რა ვქნა,რომ მომკლა მაინც ვერ დაგიჯერებ,რომ მხოლოდ დასახული მიზნის გამო ქომაგობ ზაზას და მისი ქართველობაც არ ემატება მაგას.
ღმერთმა ნუ მოგვასწროს რომ კარგი
ქართველის კარგი ქართველობა არ გვიხაროდეს.
სოსო
15 მაისი 2017 17:41
0
kavaim tvit daabija fexi zazas da is unda daejarimrbiat da ara zaza. zaza ra sjuashia. Zaza cheni siamayea...
Joni
15 მაისი 2017 17:06
0
?????
კახა-ს-ს-s
15 მაისი 2017 17:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული