ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ საკმაოდ ეფექტურად მეტოქე გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ ჩატენა და შემდეგ კალათზე დაეკიდა, რაც ზაზას კარიერაში იშვიათად თუ გვინახია.
ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი
სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.
რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "უორიორსს" და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, თავიდანვე გაირკვა, როცა "გოლდენ სტეიტმა" პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტყორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.
"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
/