ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მხოლოდ საწყისი 7 წუთი ითამაშა.

ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ საკმაოდ ეფექტურად მეტოქე გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ ჩატენა და შემდეგ კალათზე დაეკიდა, რაც ზაზას კარიერაში იშვიათად თუ გვინახია.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ეფექტური ჩატენვა, რის შემდეგაც ფეხი იტკინა
Sportall.Ge

ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი
ცენტრი თამაშში აღარ დაბრუნებულა. მას ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევას, ეგრედ წოდებულ ემ-ერ-აის ოთხშაბათს ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს.

სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "უორიორსს" და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, თავიდანვე გაირკვა, როცა "გოლდენ სტეიტმა" პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტყორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 136:100
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიღაცაში გეშლები ძმაო, ვის როდის ვუწოდე ფაჩულისტი? რა სიზმარი ნახე? პირველად, რო გამოჩნდა 16-17 წლის ბიჭი ნაკრებში ზაზ იმის მერე მისი ფანი ვარ, ვიღაცაში გეშლები კიდე გიმეორებ.ვაა არ შემჭამეს კაცი კარგად წაიკითხეთ სახელი ზევით წერია კომენტარი ქვევით ალბათ ეს გერევაა.






















































/
sabuni-ss sabonisisgan
18:39 17-05-2017
0
ჩემგან კი დიდზე უდსესის მოკითხვა.
sabuni-s
21:07 17-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული