ვასკესი ფაჩულიას წინააღმდეგ - "სან ანტონიოს" ფანმა ზაზას სასამართლოში უჩივლა [VIDEO]

AutoSharing Option
San Antonio Express-News მოულოდნელ ცნობას აქვეყნებს: "სან ანტონიო სპურსის" ერთ-ერთმა ფანმა მთელი სერიოზულობით უჩივლა ზაზა ფაჩულიას ტეხასის შტატის სასამართლოში კავაი ლეონარდისთვის ტრავმის მიყენებისთვის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფანმა, რომლის სახელი და გვარია ხუან ვასკესი, სასამართლოში უჩივლა ზაზას და კომპენსაციის სახით (მორალური ზიანისთვის) 73 ათასი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნაა, NBA-ს მოედნებზე შეწყდეს ზაზა ფაჩულიას უხეშობები.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ეს სახიფათო მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს (და უკვე გამოიწვია) სერიოზული ტრავმები, აღიკვეთოს სან ანტონიოს მოედანზე", - განაცხადა ვასკესის ადვოკატმა ალფონსო კენარდ ჯუნიორმა.
NBA-ს ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ იმ ეპიზოდისთვის ზაზა ფაჩულია არანაირ სასჯელს არ იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
იქ არც ითამაშებს ალბათ, ტრავმის გამიზეზებას მოერიდება...
Irakli apkhaidze
19 მაისი 2017 12:08
0
ვეთანხმები „სტუმარი“-ს ვუჩივლოთ ვასკესს და მოვთხოვოთ სასამართლოს მისი მკურნალობა.
თენგაბი
19 მაისი 2017 12:06
0
მთავარია იმ ობსტრუქციას გაუძლოს სან ანტონიოში რომ მოუწყობენ. მე მგონი უშიშარია
mamuka
19 მაისი 2017 11:14
0
უფალმა გაგაძლიეროთ და ულევი სიხარული მოგანიჭოთ თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად!
იზა
19 მაისი 2017 10:18
0
ზაზა არ მიაქციო ყურადღება შენზე უარყოფით გამონათქვამებს. ძალიან მაგარი ხარ და ასე გააგრძელე
ვოვა
19 მაისი 2017 09:20
0
ზაზა ამ სიტუაციაში უდანაშაულო ხარ,მიდი და ბოლომდე გაგვახარე.
sake
18 მაისი 2017 20:21
0
სახელს დააკვირდით ხუანი, ამართლებს რაDDD
sabonis
18 მაისი 2017 17:53
0
ამერიკაში ძალიან ბევრი ავადმყოფი ცხოვრობს, ოფიციალურად ოცი მილიონი ფსიქიკურად მოშლილი ადამიანი ცხოვრობს ამერიკაში და ეს ვასკესიც ეგეთია ეტყობა, ზაზას ვუსურვებ მოგებას და ოქროს ბეჭედს, ზაზას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
ხვიჩა
18 მაისი 2017 17:45
0
ნამდვილად დავრწმუნდი რო რაც ტეხასელების ხისთავიანობაზე და თავქარიანობაზე ანეგდოტებია ნაღდად სიმართლეა.
giga
18 მაისი 2017 17:28
0
ეს ტიპი ონანის შთამომავალი ჩანს
_+*
18 მაისი 2017 17:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული