ზაზა ფაჩულიას რჩევა ამერიკელებს: გასინჯეთ ქართული ღვინო!

AutoSharing Option
გადაცემა "უორიორს სენტრალის" წამყვანმა კელი ჯონსონმა ზაზა ფაჩულიასთან ჯერ გუნდზე ისაუბრა, შემდეგ კი ყველაფერზე, კალათბურთის გარდა: ჩაცმულობაზე, ღვინოებზე, საქართველოზე...

- ატლანტაში რესტორნების ბიზნესი გქონდა. რამდენად საინტერესო იყო კალათბურთის პარალელურად სხვა სფეროში ძალების მოსინჯვა?
- ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, პირველი ნაბიჯები მოედნის მიღმა კარიერაში. კარგი იყო. ბევრი ვისწავლე, ბევრი ვნახე და გავაცნობიერე, რომ რესტორანი არ არის საუკეთესო ბიზნესი. ძალიან კონკურენტული, რთული საქმეა.

უნდა უყურო რიცხვებს... დიდია რისკის ალბათობაც. სწორედ იმიტომ, რომ კარგად შემესწავლა ბიზნესის მენეჯმენტი, ზაფხულობით სხვადასხვა უნივერსიტეტში მოკლევადიან პროგრამებში ვერთვებოდი.

ვსწავლობდი, როგორ მივდგომოდი საქმეს, როგორ გამეუმჯობესებინა ჩემი ბიზნესი. საინტერესო იყო წარმატებული ხალხის გვერდით კლასში ჯდომა. ბევრს ვიღებდი ლექტორებისგან, ვეცნობოდი კონკრეტულ მაგალითებს...

ამ ზაფხულსაც ვაპირებ დამატებითი კურსების გავლას სტემფორდის უნივერსიტეტში. ჩვენთან ძალიან ახლოსაა.

- ბეი არეაში რესტორნის გახსნა ხომ არ შედის ახლო მომავლის გეგმებში?
- არა. რესტორანს მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვსტუმრობ ხოლმე. საკუთრის გახსნას ნამდვილად არ ვაპირებ.

- აქაური კერძები როგორ მოგწონს?
- თავისუფალ დროს სხვადასხვა ადგილს ვათვალიერებთ და რესტორნებს ვეცნობით. ზოგს უყვარს ერთსა და იმავე ადგილას სტუმრობა. მე კი ვცდილობ, მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა რესტორანს ვეწვიო.

რაც შეეხება კერძებს, ძალიან მიყვარს აქაური სუში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში ყველაზე გემრიელ სუშის ბეი არეაში ამზადებენ. სხვა კერძებსაც ვსინჯავ, მომწონს კიდეც, მაგრამ სან ფრანცისკოს სუშის არაფერი შეედრება.

- ქართული ღვინო გასაოცარიაო, ამბობენ. რატომ?
- საქართველო ღვინის ქვეყანაა. გარკვეული მიზეზების გამო ეს ამბავი მსოფლიოში დიდად არ არის ცნობილი. თუმცა საქართველოში თუ ჩამობრძანდებით, ქართულ ვენახებს ნახავთ, ღვინოს დააგემოვნებთ, მიხვდებით, რატომაცაა გასაოცარი. ღვინის დაყენების ძველებური, ორიგინალური ტექნოლოგია გვაქვს. ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. რამდენიც უნდა ვილაპარაკო, ვერაფერი შეედრება პირად გამოცდილებას.

სამოგზაურო გადაცემებიდანაც ჩანს, რომ საქართველო სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ამით ვამაყობ! როდესაც საქართველოში ვარ, ჩემს ოჯახს წარმოვადგენ, ხოლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ჩემს სამშობლოს, ჩემს დიდ ოჯახს. სეზონის დასრულების შემდეგ ყოველთვის სიამოვნებით ვბრუნდები შინ, რადგან ჯერ მეც ბევრი მაქვს სანახავი.

მდიდარი კულტურა, მრავალფეროვანი ბუნება გვაქვს, რომლის გაცნობა-შეცნობასაც დრო სჭირდება. გარშემო ყოველთვის დიდი სახელმწიფოები გვერტყა, ბევრს ვიბრძოდით, მაგრამ საქართველო დღესაც რუკაზეა. ეს სწორედ ჩვენი ხალხის, კულტურის, ხასიათის დამსახურებაა.

- კულტურიდან მოდაზე გადავინაცვლოთ. რამდენიმე წლის წინათ NBA-ს საუკეთესოდ ჩაცმულ სპორტსმენთა ტოპ-ათეულში მოხვდი...
- მთავარი ის არის, რომ 212 სმ სიმაღლის ადამიანისთვის ძალიან რთულია მოდის მიყოლა, შესაფერისი ტანისამოსის მოძებნა. ყველა კალათბურთელი ინდივიდუალურია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ზოგს მოგზაურობა უყვარს, ზოგს ფულის კომფორტულად ჩაცმაში გადახდა.

ჩემი ჰობი "ფეშენია". რამდენიმე წლის წინათ ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული, ახლა ტემპი ცოტა დავაგდე... ეს ცუდი არ არის, რადგან დიდი დრო მიჰქონდა. როდესაც კარგად მაცვია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. არა აქვს მნიშვნელობა, ქალაქში გავდივარ თუ ვარჯიშზე მივდივარ.

კომფორტულად ჩაცმა ენერგიასა და თვითრწმენას მმატებს. შესაძლოა, სიგიჟედ მოგეჩვენოთ, ამ პატარა ნიუანსმა როგორ უნდა შეგმატოს ენერგია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რეალურად ასეა.

- "გოლდენ სტეიტში" ვინ არის საუკეთესოდ ჩაცმული და ვინ - უარესად?
- ანდრე იგუოდალა საუკეთესოდ იმოსება. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ბევრ დროსაც ხარჯავს. ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება. ვინ იცვამს უარესად? ალბათ, ახალბედები...

- პატრიკ მაკქოუ...
- შეიძლება. იმედი მაქვს, პატრიკს არ ეწყინება. ახალგაზრდებს დრო სჭირდებათ, კარგი კონტრაქტები და გამოცდილება...

- რასელ უესტბრუკთან იანვრის ბოლოს სერიოზული დაპირისპირება გქონდა. სხვათა შორის, ისიც ორიგინალურად იმოსება. თქვენ შორის "ფეშენ-დაპირისპირებაში" ვინ გაიმარჯვებდა?
- არასოდეს არავის გავჯიბრებივარ ჩაცმაში. არც რასელ უესტბრუკს გავეჯიბრები. ვიცვამ ჩემთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. კარგად რომ ჩავიცვამ, მაგარი ვიქნები? ასე არ არის. ვიცვამ ჩემთვის და არა სხვებისთვის.

ბოლოს, კელი ჯონსონის მონოლოგი-დასკვნა მოვისმინოთ:

- როგორც ხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო "მეომარია" სადღეისოდ. მადლობელი გახლავართ, რომ დაგვითმო დრო და გულახდილად გვესაუბრა. გირჩევთ, აუცილებლად გასინჯოთ ქართული ღვინო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ოსი ხარ თუ სომეხი?
ოდალას
20 მაისი 2017 01:49
0
არა და ამ ინციდენტის შემდეგ მაგარი შედგნენ. ბევრმა ანალიტიკოსმა თქვა ჭკვიანი კაცი ნაღდად არ არისო. ნამეტანი მოუვიდათ. თუ ჯორდანი არ არის კაცი, არ გაძლევს ეს იმის უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენო. ბევრჯერ დასცინეს კიდეც ალსტარის პერიოდში და ახლაც დაცინვით მოიხსენიებენ ხშირად მის სახელს. თან ჟაჟას ეძახიან (პირზე ცინიკური ღიმილით).
odala
19 მაისი 2017 18:30
0
საქართველოს სიამაყე და დიდი ქართველი
ხვიჩა
19 მაისი 2017 15:35
0
ვახო იმიჯის გამოსწორება არაფერში არ ჭირდება ზაზას. მარტო სულელების თვალში შეელახა იმიჯი რაც არავის ანაღვლებს. ხო და კიდე, ეს ინტერვიუ კავაის ტრავმამდე ბევრად ადრეა ჩაწერილი რო იცოდე ;)
Emre
19 მაისი 2017 15:28
0
სპორტსმენებს შეუძლიათ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო ელჩები იყვნენ უცხოეთში... ზაზა ამას ძალიან კარგად ახერხებს.
პ.ს. საჩემპიონო ბეჭედი მოგველოცოს ზაზა!!!!
Qartveli888
19 მაისი 2017 15:22
0
ჭკვიანი კაცია ზაზა,მაგრამ ზოგიერთი ქართველი ფანი ყავს ბნელი.
შეუდგა გოლდენ სთეითი მისი გაფუჭებული იმიჯის გამოსწორებას.ასეა,ფაჩულია არც როდმანია და არც რონ არტესტი ანტიპიარიც რომ პიარად მიაჩნდეს.
vaxo
19 მაისი 2017 14:45
0
ზაზას ჩემი ხმა აქვს შემდეგ არჩევნებზე :)
ქუთაისელი
19 მაისი 2017 14:22
0
ზაზასნაირ ქართველებზე დგას საქართველო და მისი სახელი, სამწუხაროდ სპორტი ერთერთია სადაც ქართული სული შემორჩა, ამას ისიც ამტკიცებს რომ გაერომ დამოუკიდებელი საქართველო არ აღიარა, სანამ ანტიეროვნული ხუნტა არ მოვიდა სათავეში, როცა 10 პუნქტით მაღლა იდგა დანარჩენ სსრკ-ს რესპუბლიკებზე გაეროსვე მონაცემებით, არადა სნგ-ში შესული 14 რესპუბლიკა უპრობემოდ აღიარა, ამ დროს კი ქართველი სპორცმენები(1992-მდე) საქართველოს სახელით ოქროს მედლებს იღებდნენ და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს მძიმე სიტუაციაში აყენებდნენ, მაგრამ უღიერებელ რესპუბლიკამ იმდენი მოახერხა რომ აიძულა საქართველოს სახელით გასულ სპორცმენებს ქართული ჰიმნით დაემთვრებინათ გამოსვლა და საქართველოს სახელზე(და არა ნეიტრალურზე) გაფორმებულიყო მედლებიც ....
აფხაზი
19 მაისი 2017 14:14
0
ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმეში, რაც ესე გვაკლია ჩვენს ქვეყანაში.
აგრეთვე ძალიამ მომწონს რომ ყველა ინტერვიუში სადაც კი საშუალება ეძლევა საქართველოს რეკლამირებას ეწევა და ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას.
წარმატებები ზაზას !!!
felisio
19 მაისი 2017 13:42
0
დიდი ქართველი
გიორგი
19 მაისი 2017 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული