ისტორიაში პირველად - ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ესტუმრა და ანგარიშით 129:115 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა მოიგო (4:0).

"უორიორსის" ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალური სერია მოიგო და NBA-ს ფინალში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ტრავმა მეორე მატჩში მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველაზე მეტი, 36 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. შემდეგ მოდის კევინ დურანტი 29
ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით.

დურანტი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი 115:129
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტი" ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფის გათამაშება ზედიზედ 12 გამარჯვებით დაიწყო, ისე, რომ ერთიც არ წაუგია.
იხილეთ ვიდეო: დასავლეთ კონფერენციის ტიტულის გადაცემა
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" ფინალში "კლივლენდსა" და "ბოსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც ამჯერად ანგარიში 2:1-ია "კავალიერსის" სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეჰ ოდალ, ოდალ, შენ არაფერი გეშველება...
murtalo
18:01 23-05-2017
0
დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ჰოკეიში, ნაღდად არის.
odala
17:41 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული