გიორგი შერმადინმა "რეალს" 21 ქულა ჩაუგდო, თუმცა "ანდორამ" ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
24 მაისს გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" საპლეიოფო სერია წარუმატებლად დაიწყო.

ქართველმა ცენტრმა ტრადიციას არ უღალატა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მადრიდში გამართული მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ანდორელებმა "რეალთან" 76:107 წააგეს.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 24:41 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 10-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო,
ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
იხილეთ ვიდეო: გიორგი შერმადინის უძლიერესი დაფარება
Sportall.Ge

ანდორელთა რიგებში ტრავმის გამო ვერ ითამაშა ბექა ბურჯანაძემ. "რეალის" რიგებში 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ამერიკელი მცველი ჯეისი კეროლი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის უძვირფასეს (MVP) მოთამაშედ აღიარებულმა სერხიო ლულმა კი 9 ქულას 15 პასი წაამატა და საპლეიოფო რეკორდი დაამყარა.
იხილეთ ვიდეო: რეალი-ანდორა 107:76
Sportall.Ge

მეოთხედფინალის მე-2 მატჩს 26 მაისს ანდორელები უმასპინძლებენ და იმედია, მასში მონაწილეობას ბექა ბურჯანაძეც მიიღებს, რომელმაც გასვლითი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. თუკი ქართველთა გუნდმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა, გადამწყვეტი შეხვედრა 28 მაისს მადრიდში ჩატარდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი ორი ცენტრი გვყავს და თოკო და კიდევ ბიჭები, ძველები! შეიძლება ევროპის ჩემპიონობასაც კი გამოვკრათ ხელი!
aburjga
20:34 25-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული